ანატოლიის კულტურული საგანძურები 06

შვიდი ეკლესია

1716092
ანატოლიის კულტურული საგანძურები 06

ანატოლიის კულტურული საგანძურები 06-2021

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

შვიდი ეკლესია

თორმეტი ათასი წლის გობექლითეფე, რომელიც ითვლება ისტორიის ნულოვან წერტილად, ანატოლიის მიწებზე მდებარე უძველესი ადგილია, კაცობრიობის ისტორიაში. ჯერჯერობით, გობექლითეფეს მოიხსენიებენ, როგორც თავშეყრის ადგილს, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ აღმოჩენილი დაკავშირებულია იმ პერიოდის ხალხის რწმენებთან. შესაძლოა მათ იქ ჩაატარეს რელიგიური რიტუალები, შეიძლება მსხვერპლი შესწირეს. ეს ადგილი, რომლის საიდუმლო ჯერ კიდევ ამოუხსნელია, ალბათ იყო კაცობრიობის უძველესი ღვთისმსახურების ადგილი.

ეს გეოგრაფია არის როგორც ღმერთების, ასევე ქალღმერთების ადგილიც. ბერძნული მითოლოგიის ღმერთები შეიქმნა ჰომეროსის მიერ, მათი მოვალეობები და სახელებიც სწორედ მან მიანიჭა.

ანატოლიაში არის, როგორც მონოთეისტური, ასევე პოლითეისტური რელიგიები. ანატოლია არის ადგილი, სადაც ცივილიზაციები, კულტურები, ისტორია და რელიგიები მიჰყვებიან და ერწყმიან ერთმანეთს. სწორედ ამიტომ მას უწოდებენ „რელიგიების აკვანს“. ებრაელთა, ქრისტიანთა და მუსულმანთა მრავალრიცხოვანი სალოცავი და წმინდა ადგილები აოცებს ხალხს. ის გთავაზობთ შეუცვლელ გზებს ამ სამი მონოთეისტური რელიგიის მორწმუნეებისთვის. ანატოლია იერუსალიმის შემდეგ ქრისტიანობის მეორე მნიშვნელოვანი ცენტრია. მოციქულები და სხვა მნიშვნელოვანი რელიგიური ადამიანები, რომლებიც დევნას გადაურჩნენ, გადავიდნენ ანატოლიაში და დასახლდნენ აქ, სადაც მათ შეეძლოთ რელიგიის გავრცელება. იესოს ჯვარცმის შემდეგ, მისი დედის წმ. მარიამის ეფესოში ჩამომყვანი წმინდა იოანე მოციქულმა, ქრისტიანობის აქ გავრცელება სცადა. ამრიგად, მოციქული და სახარების მწერალი წმინდა იოანე, გადაასახლეს საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე. იქ, ის იღებს განსაკუთრებულ გამოცხადებებს იესოსგან და წერს წერილებს შვიდი ეკლესიისადმი. ყველა ადგილი, სადაც ეს წერილები იგზავნება, მდებარეობს დასავლეთ ანატოლიის იზმირის, მანისისა და დენიზლის საზღვრებში.

დღეს, ჩვენ მოგიყვებით „შვიდი ეკლესიის“ შესახებ, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „აპოკალიფსის შვიდი ეკლესია“ ან „აპოკალიფსური ეკლესია“, რომლებიც ითვლება, რომ გადარჩებიან წარღვნის დღესაც კი.

ქრისტიანთა უმნიშვნელოვანესი მომლოცველთა ცენტრები მდებარეობს ანატოლიაში. მათ შორის ერთ-ერთი მთავარია შვიდი ეკლესია. თუმცა, იმ დროს, როდესაც წმინდა იოანეს წერილი გაიგზავნა, დასავლეთ ანატოლიაში, ეკლესია არ არსებობდა. დიდება და გაფრთხილებები არ იგზავნება ფიზიკური ეკლესიის შენობაში, არამედ ახალი რელიგიის ანატოლიის კრებებზე. დღეს მონახულებული სტრუქტურები არის მონუმენტური ეკლესიები, რომლებიც სიმბოლურად აშენდა მოგვიანებით, ბიზანტიის პერიოდში.

წმინდა იოანეს პირველი წერილი გაეგზავნა ეფესს, ძველი მსოფლიოს მნიშვნელოვან და ბრწყინვალე საპორტო ქალაქს, რომის იმპერიის აზიის სახელმწიფოს დედაქალაქს. მის მიერ დაწერილი წერილით ის ცდილობს ხელი შეუწყოს ქრისტიანობის გავრცელებას და მოუწოდოს ადამიანებს ქრისტიანობისკენ. ეფესო არის თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი მეტროპოლი, სადაც წარმართები ინტენსიურად ცხოვრობდნენ. ქალაქი მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. ეს არის ადგილი, სადაც მე–3 საეკლესიო კრება ჩატარდა, რომელშიც განისაზღვრა ქრისტიანობის პრინციპები. სახლი ბულბულის მთაზე, სადაც ღვთისმშობელმა გაატარა ბოლო წლები, არის ანტიკურ ქალაქ ეფესთან ახლოს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. გარდა ამისა, „შვიდი მძინარე მღვიმე“ და წმინდა იოანეს მავზოლეუმი, რომლებიც მოხსენიებულია როგორც ქრისტიანობაში, ასევე ისლამში, მიესალმება რეგიონში ჩასულ სტუმრებს.

წმინდა იოანე შვიდი წერილიდან ყველაზე გრძელს, მანისას აქისარის რაიონში შემავალ ტიატირაში უგზავნის. ქალაქი არის ტექსტილის ცენტრი, რომელიც ცნობილია ანტიკურ ხანაში წარმოებული მეწამული ქსოვილებით. ეს უძველესი ქალაქი ასევე გამოირჩევა გლადიატორთა ბრძოლებით. თავის წერილში ის აფრთხილებს ქალაქის მოსახლეობას, ახსენებს ქალს, რომელმაც თავი წინასწარმეტყველად გამოაცხადა და ხალხი ამორალურ საქციელამდე მიიყვანა.

შემდეგი წერილი მიდის სარდისში, ლიდიის სამეფოს დედაქალაქში, სადაც შეიქმნა მსოფლიოში პირველი ბანკი. თავის წერილში ის, სარდიის ერთგულ მოსახლეობას სთხოვს გამოსწორდენ, გაცოცხლდენ და გაიღვიძონ.

ლაოდიკეა, რომელიც დღეს დენიზლის პროვინციის საზღვრებში მდებარეობს და სადაც ბოლო წერილი გაგზავნა წმინდა იოანემ, იუნესკოს მემკვიდრეობის დროებით სიაშია შეყვანილი. ლაოდიკეის ეკლესია ერთადერთი ასოციაციაა, რომელიც წერილებში შეურაცხყოფილია.

ანატოლია არქაული პერიოდიდან ცნობილია როგორც „ღმერთების ქვეყანა“. პოლითეისტური რელიგიებიდან მონოთეისტურ რელიგიებამდე ის შეიცავს უამრავ წმინდა ადგილს მუსულმანებისა და ქრისტიანებისთვის. ბევრი ადამიანი  ამ ადგილებს სტუმრობს, როგორც რელიგიური, ასევე კულტურული მიზნებისთვის. „შვიდი ეკლესია“ რომელიც ბიბლიაშიც არის მოხსენიებული და ქრისტიან მომლოცველთა ადგილებია კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

და ბოლოს, დღევანდელ პროგრამაში, შვიდ ეკლესიაზე გავამახვილეთ ყურადღება, რომელიც ქრისტიანობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრია ანატოლიაში. მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ...



მსგავსი ინფორმაციები