პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სატელევიზიო მიმართვა 15 ივლისთან დაკავშირებით

15 ივლისი: "თურქეთის გადალახვა შეუძლებელია“

1676399
პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სატელევიზიო მიმართვა 15 ივლისთან დაკავშირებით

 

„ჩვენი ერის თითოეული წევრი, როდესაც გაახსენდება ეს უპრეცედენტო ღალატი, უფრო მჭიდროდ დაიცავს ჩვენს დამოუკიდებლობას და მომავალს“- განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის მეხუთე წლისთავზე სიტყვით მიმართა ერს და განაცხადა: „გადატრიალების ეს მცდელობა, რომელიც დაიწყო პარასკევს, 2016 წლის 15 ივლისს და დასრულდა მეორე დღეს, ჩვენი ერის მიერ მოგერიებით, თავისი ადგილი დაიკავა ჩვენს ისტორიაში, როგორც გაკვეთილმა. ჩვენი ერის თითოეული წევრი, როდესაც გაახსენდება ეს უპრეცედენტო ღალატი, უფრო მჭიდროდ დაიცავს ჩვენს დამოუკიდებლობას და მომავალს.“

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერისადმი სატელევიზიო მიმართვის დროს, რომელსაც მთელი მოსახლეობა ადევნებდა თვალყურს, ერდოღანმა განაცხადა: 

„ჩემო ძვირფასო ერო, მოგესალმებით. დღეს არის მეხუთე წლისთავი, როგორც ჩვენი ქვეყნის ყველაზე მუხანათური შეტევისა, ასევე ერის ყველაზე დიდებული გამარჯვების და ფეხზე დადგომისა. მინდა სიტყვები დავიწყო იმ 251 მოწამის სულის მოხსენიებით, რომელთა სიცოცხლეც იმ ღამეს შეიწირეს პუტჩისტებმა.

მოწამეები, რომელთაგან თითოეულის ისტორია შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი პოემაა, ჩვენგან ყველაზე დიდ პატივისცემას იმსახურებენ. ჩვენ ვცდილობთ, რომ შუამავლობის შემდეგ ღვთის წინაშე ყველაზე საპატიო წოდებად მიჩნეული მოწამეების ვალი, მათი მომავალის დაცვით და ყოველგვარი მხარდაჭერით გადავიხადოთ.

„ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე ჩადენილ ღალატს“

ჩვენი ერის ყველა ფენის ადამიანს, ვინც ... ‘ამ უზნეო შეტევას სხეულის გადაფარვით ხელი შეუშალა’ ქუჩებში, სკვერებში, მოედნებზე და ყველგან, სადაც პუტჩისტების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ჩვენს და-ძმებს, რომლებიც ამ პუტჩის წინააღმდეგ გამოსვლის დროს დაშავდნენ მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო.

მოწმე იყოს ჩვენი ერის დამოუკიდებლობის სიყვარული, რომელიც თაყვანს სცემს ღმერთს, ჩვენი თავისუფალი დროშის ღირსეულად ფრიალი და ჩვენი ეზანის ხმა, რომელიც სამუდამოდ იარსებებს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე ჩადენილ ღალატს და ასევე აუცილებლად მოვთხოვთ მათ ამაზე პასუხს.

ჩემო ძვირფასო ერო, გადატრიალების ეს მცდელობა, რომელიც დაიწყო პარასკევს, 2016 წლის 15 ივლისს და დასრულდა მეორე დღეს, ჩვენი ერის მიერ მოგერიებით, თავისი ადგილი დაიკავა ჩვენს ისტორიაში, როგორც გაკვეთილმა.. ჩვენი ერის თითოეული წევრი, როდესაც გაახსენდება ეს უპრეცედენტო ღალატი, უფრო მჭიდროდ დაიცავს ჩვენს დამოუკიდებლობას და მომავალს.“

რესპუბლიკის ისტორიის განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, მრავალი გადატრიალების, გადატრიალების მცდელობის, ტერორისტული თავდასხმების წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ ამ ღამეს მომხდარმა აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ეს მოღალატეები, რომლებიც იარაღს უმიზნებდნენ საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარ ხალხს და უდანაშაულოებს სისხლს ღვრიდნენ, მსოფლიოში ყველაზე სავალალო არსებებად იქცნენ.

სინამდვილეში, ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც ხალხს ერად აქცევს, არის მათი ისტორიის ისეთი გამარჯვებები, რომლებიც ტკივილით, სულითა და სისხლით არის გაჟღენთილი. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ათასწლიანი სამშობლო არ არის უეკლო ვარდების ბაღი და ჩვენ თითქმის ყოველდღე ვატარებთ ბრძოლას. ჩვენ ვიხდით ფასს, რომ შევინარჩუნოთ ეს გეოგრაფია, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში მსოფლიოს ყველა ქვეყნისა და საზოგადოების სიყვარულია. ფაქტია, რომ როდესაც ვხედავთ რა ხდება ჩვენს ახლო რეგიონში ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ჩვენ ვიღებთ ფასს ჩვენი ერთიანობის, სოლიდარობის, ძმობის, სახელმწიფოს და მომავლის გადარჩენისთვის.

„ისინი ვერ ხვდებიან, რომ ჩვენ ვიცავთ ცივილიზაციას და დიდ ისტორიას“

ბოლო 8 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის თავდასხმები მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ბრძოლა სამშობლოს დასაცავად გაგრძელდება. ტერორისტული ორგანიზაციების საშუალებით PKK-დან, დაეშა-მდე, FETÖ-მდე და სხვა მიმოქცევაში გაშვებული სცენარების მიზანი; ჩვენი ქვეყნის მუხლებზე დაჩოქება, ჩვენი ერის დამონება, ჩვენი მიწების გაძარცვაა. თურქეთის მიმართ არსებული ორმაგი სტანდარტი, რომელსაც ვხვდებით ყველა ჩვენს საერთაშორისო პლატფორმაზე, იგივე სცენარის სხვა განზომილებაა.

ათასობით, ათი ათასობით კილომეტრის მოშორებით, ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ჩამოსულები; ისინი, ვინც ჩვენს მიერ მხარდაჭერილ რეგიონებში ცრემლებს ღვრიან, თურქეთისთვისაც იგივე ბედის გაზიარებას ცდილობენ. მათ, ვინც ფიქრობს, რომ ჩვენს ქვეყანას საკუთარი უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის იყენებს, არ ესმით, რომ ჩვენ რეალურად ვიცავთ დიდ ცივილიზაციას და ისტორიულ მემკვიდრეობას. ჩვენი ძალისხმევა და თავგანწირვა მშვიდობის, სიმშვიდის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის დიდი და ძლიერი თურქეთის მშენებლობის გზა.

მათ, ვინც გეზის მოვლენებთან ერთად ჩვენი ქვეყნის სოციალური ბზარების შექმნას შეეცადა, ვერ დაინახეს ჩვენი ერთიანობა და სოლიდარობა სამშობლოსადმი სიყვარულში. მათ, ვისაც გადატრიალების მცდელობებით, ერის ნების განადგურებით ჩვენი სახელმწიფოს ხელში ჩაგდება სურდათ, ვერ გააცნობიერეს, რომ ისინი ათწლეულების ტრადიციის უკანასკნელ რგოლს უფრო ამტკიცებდნენ.  მათ, ვინც ტერორისტული ორგანიზაციების გამოყენებით დაემუქრნენ ჩვენს მიწებს, ვერ გაიგეს, რომ ისინი სინამდვილეში აძლიერებდნენ ჩვენს ძმობას.

„დიდი და ძლიერი თურქეთის მშენებლობას ვერ აღუდგებიან წინ“

აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ყოველი მიმართულებით, ვინც ცდილობს ჩვენი ქვეყნის განშორებას იმ გეოგრაფიებიდან, რომელთანაც ღრმა ისტორიული და კულტურული ურთიერთობა გვაქვს, ვერ გააცნობიერეს, რომ ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ჩვენს შორის სიყვარულის უფრო მტკიცე კავშირების დამკვიდრებაში. მათ, ვინც ხედავს ჩვენი უფლებებისა და სამართლიანობის მოთხოვნებს, რასაც ჩვენ მთელი კაცობრიობის სახელით წარმოვთქვამთ, არ არის მხოლოდ მათნაირი პოლიტიკური თვალთმაქცობა. მათ ვერ გაითავისეს, რომ გახდნენ ჩაგრულთა ხმა, სუნთქვა და იმედი. თუ როგორ შეაჩერა ჩვენმა ერმა 15 ივლისის ღამეს შიშველი ხელებით მსოფლიოს ყველაზე თანამედროვე საომარი მანქანები, მთელმა მსიფლიომ დაინახა.

ამასთან, ის, რაც მხოლოდ საკუთარი თავისთვის გვინდა, იგივე გვინდა მთელი ჩვენი გეოგრაფიისთვის, ყველა ჩვენი მეგობრისთვის და კაცობრიობისთვის. იმის გამო, რომ ჩვენ ამას გულწრფელად ვაკეთებთ, იქ სადაც მივდივათ, შესაბამის შედეგსაც ვიღებთ. ეს დავინახეთ სირიაში,  ლიბიაში, ყარაბაღში და სხვა მრავალ კუთხეში. ხვალ, იმედი მაქვს, ჩვენ ვიქნებით ჩვენს ძმებთან ავღანეთში და სხვაგან იგივე გულწრფელი და სამართლიანი პოზიციით.

ამიტომ, 15 ივლისი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და მომავლის დაცვის, არამედ ამ დიდი ხედვის სიმბოლოა.

ღმერთს მადლობა საბედნიეროდ, ჩვენს ერს ესმის ჩვენი, გვიჩვენებს მიმართულებას და ჩვენთან ერთად დადის. ამიტომ ჩვენ მათ, ვინც ჩვენი ქვეყნის ტყვეობაში ჩაგდებას ცდილობს, ვეუბნებით: „თურქეთის გადალახვა შეუძლებელია“, როგორც ეს საუკუნის წინათ მოხდა. ამიტომ ჩვენ ვამბობთ: „თქვენ წარმატებას ვერ მიაღწევთ“ ამბიციური ადამიანებისთვის, რომლებიც მზაკვრული განზრახვით სარგებლობენ ჩვენი ერის წინააღმდეგ. მათ გუშინ ვერ მიაღწიეს წარმატებას, ვერც ხვალ მიაღწევენ, მანამ სანამ ჩვენი ერი ასე ერთიანი იქნება, ერთად შეეცდება დიდი და ძლიერი თურქეთის მშენებლობას.

„ჩვენი თანამებრძოლი ჩვენი ერია“

დაე, იაროს ვის ვისთანაც უნდა. ჩვენი თანამებრძოლი ჩვენი ერია. ჩვენი თანამებრძოლია ყველა ჩვენი მოწამეობრივად დაღუპული მანასკერტიდან სტამბოლის აღებამდე, ჩანაქკალედან დამოუკიდებლობის ომამდე, კვიპროსის სამშვიდობო ოპერაციიდან 15 ივლისამდე. ჩვენი თანამებრძოლები არიან ჩვენი ვეტერანები, რომელთაგან თითოეული სავსეა მსოფლიოს ტოლფასი ბრძოლისუნარიანობით. ჩვენი თანამებრძოლია ჩვენი თეთრ წვერიანი ბაბუების და თეთრ თავსაფრიანი ბებიების თვალცრემლიანი ლოცვა. ჩვენი თანამებრძოლია მსოფლიოს ოთხივე კუთხეში ჩვენს მიმართ გულ და თვალმოპყრობილი ჩაგრულთა იმედი. ჩვენი თანამებრძოლები არიან ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები, რომელთა გული მათთვის და თავიანთი ქვეყნისთვის სავსეა მღელვარებით, არიან პროექტებით სავსე და რომელთა მიზანიც 2053 წელია. დანარჩენი ცარიელი სიტყვებია.

არქიმედე ამბობს: 'მომეცით საყრდენი წერტილი და მე დავძრავ დედამიწას'. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ამ დიდ ერთან ერთად ჩვენ დავძრავთ სამყაროს, ვმართავთ მსოფლიოს და სამყაროს ხმას გავაგონებთ. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე და დამხმარე.

ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთმა 15 ივლისის მსგავსი ღალატი აღარ გამოგვაცდევინოს. ჩვენ ღმერთს ვთხოვთ, დაიცვას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ერი. ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთმა ყველა საქმე გაგვიადვილოს და ყველა ჩვენმა მცდელობამ თავის მიზანს მიაღწიოს.

ამ სიტყვებით ვამთავრებ და წინასწარ გილოცავთ ყურბან ბაირამს, რომელსაც სამშაბათს ავღნიშნავთ. ღმერთს ვთხოვ, დაიცვას ჩვენი ერი, მუსლიმები და მთელი კაცობრიობა ამ დალოცვილი დღეების მადლით. ჩემი სიყვარული და პატივისცემა ყველას. კარგად ბრძანდებოდეთ.“



მსგავსი ინფორმაციები