ანატოლიის კულტურული საგანძურები 18-2021

ევლია ჩელები

1667079
ანატოლიის კულტურული საგანძურები 18-2021

ანატოლიის კულტურული საგანძურები 18-2021

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ევლია ჩელები

მიგაჩნიათ თუ არა, რომ სხვადასხვა სამყაროს, განსხვავებული კულტურის, სხვადასხვა ადამიანების ნახვა მიმზიდველია? გაინტერესებთ როგორ ცხოვრობენ, როგორ საუბრობენ, რას ჭამენ?

ადამიანები, მოგზაურობას ნანახი ფილმიდან, წაკითხული წიგნიდან ან სხვა რაიმე მსგავსი ამონარიდიდან წყვეტენ და იწყებენ იმ ქვეყანაში მოგზაურობას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის მიმზიდველია ახალი ადგილების ნახვა, ახალი ხალხის გაცნობა, ეს შეიძლება ზოგისთვის საშინელი იყოს. სინამდვილეში, მოგზაურობა ერთია და მოხეტიალეც სულ სხვა რამეა. იმიტომ რომ ეს ცხოვრების წესია. მოგზაურობა შეიძლება ითქვას, რომ  გატაცებაა ან კიდე შეუქცევადი ვნება!

კარგი, ეს გატაცება მხოლოდ დღევანდელი ხალხის გატაცებაა? ძველად არ იყვნენ მოგზაურები? რა თქმა უნდა იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მათგანი შეზღუდული იყო საკუთარი გეოგრაფიით, ზოგიერთ მათგანს ჰქონდა შესაძლებლობა წასულიყო შემდგომი ნაბიჯებით, სხვადასხვა გეოგრაფიაში. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ ევლია ჩელები.

დღეს, მოგზაურობა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე წარსულში. შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნები იმ ადგილის შესახებ, სადაც გსურთ წასვლა ან შეგიძლიათ მიმართოთ ინტერნეტს, რომელიც ახლა ყველაზე სასურველი გზაა. ამ გზით შეგიძლიათ განსაზღვროთ, როგორ წახვიდეთ, სად დარჩეთ, რა ნახოთ და კიდევ რა ჭამოთ. ამასთან, ასობით წლის წინ, როდესაც ტრანსპორტი შეზღუდული იყო და ძირითადად ქარავნები მოძრაობდნენ, სხვადასხვა ქვეყნებში თუ მხარეებში გადაადგილებაც რთული იყო.

მას მოვალეობა არ აქვს სასახლეში, მას არ აინტერესებს წოდება და თანამდებობა. ის არის ადამიანი, რომელიც აფასებს ახალი ადგილების ნახვას და ყველაფრის გარდა სხვადასხვა საგნების სწავლას. მოგზაურმა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში დატოვა კვალი, წლების განმავლობაში ფართო გეოგრაფია მოიარა, დაწერა მისი დაუვიწყარი ნამუშევარი „მოგზაურობის წიგნი“ (Seyahatname), რომელიც მსოფლიო კლასიკად იქცა ... მას საკმაოდ კარგი განათლება ჰქონდა მიღებული. იცოდა არაბული, სპარსული, ბერძნული და ლათინური ენები.  

ევლია ჩელებს დიდი სურვილი აქვს იმოგზაუროს და ნახოს სამყარო. იგი, 19 წლის ასაკში სიზმარს ნახავს, რომელიც მისი 51-წლიანი თავგადასავლის დასაწყისია. მას სიზმარში ასევე, უნახია წმ. მუჰამედ შუამავალი, რომელსაც ხელზე ემთხვევ. სწორედ ამ სიზმრის შემდეგ ევლია ჩელები, გახდა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მოგზაური ... იგი მოგზაურობას იწყებს სტამბოლიდან, იმ ქალაქიდან, სადაც იგი დაიბადა. ის სტამბოლის ყველა კუთხეში დახეტიალობს. ამის შემდეგ, ის ფარულად მიდის ბურსის სანახავად, ისე რომ სახლში ხალხს არ შეატყობინებს. მამამისი ხვდება, რომ მას ხელს ვერ შეუშლის მოგზაურობაში და მხარს უჭერს კიდეც.

ზოგი მკვლევარი ამბობს, რომ ევლია ჩელებს ნამდვილად არ უნახავს სიზმარი, მაგრამ ამ გზას მიმართა თავისი მოგზაურობის ზნეობრივი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და მის მიმართ ამ გზაზე დადგომის საწინააღმდეგოდ გამომსვლელებისთვის, მისი შესაძლებლობების დასამტკიცებლად. მისი ოცნება იყო რაც შეიძლება მეტი ადგილი ენახა, დაეწერა და მომავალი თაობებისთვის გადაეცა ნანახი.

მისი დაუვიწყარი ნამუშევარი, „მოგზაურობის წიგნი“, 10 ტომისაგან შესდგება. პირველ ტომში მხოლოდ სტამბოლია აღწერილი. ამ ნაშრომის სხვა ტომებში შედის მისი მოგზაურობები, რომლებიც მოიცავს უფრო ფართო გეოგრაფიას. მას უმოგზაურია ანატოლიიდან ბალკანეთში, კავკასიიდან ირანში, აზიაში, ევროპასა და აფრიკაში.

„მოგზაურობის წიგნი“  არ არის მხოლოდ მოგზაურობის ჩანაწერების წიგნი. ევლია ჩელები ამ ნაშრომში იკვლევს და აღწერს არა მხოლოდ ანატოლიის, არამედ მრავალი სხვადასხვა ერის კულტურულ ცხოვრებას მე-17 საუკუნეში.

„მოგზაურობის წიგნი“ ევლია ჩელების გარდაცვალებიდან დაახლოებით 130 წლის შემდეგ ცნობილმა ისტორიკოსმა, ჯოზეფ ფონ ჰამერ-პურგსტალმა აღმოაჩინა. მანამდეს კი იგი ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში ინახებოდა. იგი ნათქრგმნია ინგლისურ, სერბულ, ბერძნულ და სხვა მარავალ ენაზე.

ევლია ჩელები, ევროპის საბჭოს „კაცობრიობის ისტორიაში, კუტურათა შორის ხიდების მშენებელ“ 101 ადამიანს შორის პირველ ადგილს იკავებს. გარდაცვალებიდან 400 წლისთავის თავზე ანუ, 2011 წელი, იუნესკომ  „ევლია ჩელების წლად“ გამოაცხადა .

და ბოლოს, დღევანდელ პროგრამაში, მე-17 საუკუნესი მოღვაწე თურქი მოგზაურის, გეოგრაფის და ისტორიკოსის, ევლია ჩელების მოღვაწეობაზე გავამახვილეთ ყურადღება, რომლის უკვდავი ნაწარმოები გახლავთ „მოგზაურობის წიგნი“, რომელიც მსოფლიო კლასიკად იქცა. მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ...

 



მსგავსი ინფორმაციები