კუთხე-კუნჭული“ 18/2021

მიწავაშლა

1639654
კუთხე-კუნჭული“ 18/2021

„კუთხე-კუნჭული“ ნომერი 18 მოსულია 12 აპრილს გადის 5 მაისს

მიწავაშლა

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

მიწავაშლა იგივე ჰელიანტუს ტუბეროსუსი (Helianthus tuberosus) ან კიდევ იერუსალიმის არტიშოკი, როგორც მას მოიხსენიებენ მზესუმზირასებრთა ოჯახიდანაა, რომლის სამშობლოდაც ჩრდილოეთ ამერიკა მიიჩნევა. საკვებად მისი გორგლისებრი ძირები გამოიყენება, რომელიც ბოლოკს წააგავს და მოტკბო გემო აქვს. მიწავაშლა კარტოფილის მსგავსად და სხვა მცენარეებისგან განსხვავებით არა თესლით არამედ ვეგეტატიურად მრავლდება. ანუ მისი ხელმეორედ გამოყენებაა შესაძლებელი. საკმარისია მიწავაშლას რაღაც ნაწილიც კი მიწის ქვეშ მოაქციოთ, რომ ის მცენარედ ამოხეთქავს, მაგრამ მიწის ქვეშ გამრავლებას განაგრძობს.

მიწავაშლას ფრანგი მკვლევარი, სამუელ დე შამპენი მასაჩუსეტსის შტატში, ნაუსეთის პორტის ადგილობრივებში გაეცნო. ეს ტერიტორია მეტწილად ინდიელებით იყო დასახლებული, ამიტომაც მიწავაშლას დღემდე ინდიელების საკვებად იცნობენ. მკვლევარმა ჩანაწერებში აღნიშნა, რომ ამ მცენარეს არტიშოკის გემო აქვს. მეორე წელს, როცა შამპენი ისევ იმავე რეგიონში ჩავიდა, მიწავაშლას ძირები წამოიღო და საფრანგეთში მისი გახარება სცადა. მიწავაშლას ფრანგულ გასტრონიმიაში დიდი მოწონება ელოდა. იმდენად რომ მე-19-ე საუკუნეში დაწყებული მისი პოპულარობა 2002 წელს ფრანგულ ფესტივალზე ყველაზე გემრიელი კერძის სახეობად მიწავაშლას წვნიანის დასახელებით დაგვირგვინდა.

მიწავაშლა საქართველოში დაფასებული არაა, მას უმეტესწილად საქონლისა და ღორების გამოსაკვებად იყენებენ. თუმცა საქართველოშიც ამ მცენარის შესახებ კვლევების შედეგად მისი კვებითი ღირებულება გაიზარდა და განსაკუთრებული მოთხოვნა დიაბეტით დაავადებულების მხრიდან გაჩნდა. იმედია, კარტოფილის მსგავსად მიწავაშლას მოშენება ქართულ მეორნეობაში მდიდარი დანამატი იქნება. თურქეთშიც მიწავაშლას დიდად არ სწყალობენ, მიუხედავად იმისა რომ მარკეტებში დახლებზე, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, მას ხშირად შევხდებით. ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ მიწავაშლა ინულინს შეიცავს, რომელიც გაზებს წარმოშობს და ადამიანს დისკომფორტს უქმნის. თუმცა თუკი გვეცოდინება მისი მოხარშვის წესი და ასევე ისიც თუ როდის არის მისი მოსავალი მოწეული, მაშინ მიწავაშლა უფრო მომხმარებლურ პროდუქტად იქცევა. მიწავაშლას მოსავლის აღება უმჯობესია ზამთრის მიწურულს, როცა მისი ძირები მიწაში დიდხანს დაყოვნდება.

ინგლისის სასახლის კარზე მიწავაშლას ტკბილეულს ურევდნენ და მას „დედოფლებისთვის ღირსეულ პროდუქტადაც“ კი მოიხსენიებდნენ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გოგრაც მცენარეა, მაგრამ ტკბილეულადაც მზადდება, მაშინ მიწავაშლას ამ მხრივ გამოყენება ურიგო არ იქნება. კუბებად დაჭრილ მიწავაშლას ჯანჯაფილსა და დარიჩინს ურევდნენ და ქიშმიშთან ერთად აცხობდნენ. დღეს შეფები მიწავაშლასგან სხვადასხვა ინტერპრეტაციას ქმნიან, ყველაზე უცნაური კი ავსტრალიელი შეფის მიერ მიწავაშლასაგან კრემ-ბრულეს შექმნა აღმოჩნდა.

იმის გამო, რომ მიწავაშლას კარტოფილის მსგავსად დამანაყრებელი თვისება არ გააჩნია, ამიტომაც ამ პროდუქტს ინდუსტრიული ხასიათი არ მიეცა.

საფრანგეთში მიწავაშლას მიწის მსხალსაც ეძახიან. მას იქ არა მარტო სამზარეულოში, არამედ მზესუმზირის მსგავსი ყვითელი ყვავილის გამო ბაღების დასამშვენებლადაც ამრავლებენ.

თურქეთში მიწავაშლა ყველაზე მეტად ანკარის მიდამოებში მოჰყავთ. ის ყინვაგამძლე მცენარეა და ანკარის ცივ ზამთარს კარგად ეგუება. განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება და სასუქებსაც არ საჭიროებს.

გადაცემას მიწავაშლას წვნიანის რეცეპტით დავასრულებ: ხახვს კარაქში მოვთუშავთ, სანელებლის სახით ქინძის მარცვლებსა და ძირას გავუკეთებთ, ზემოდან ნახევარ კილოგრამ მიწავაშლას მოვაყრით, დავუმატებთ წყალს და მოვხარშავთ. შემდგომ ჩავზელთ და პიურეს სახეს მივცემთ. დავუმატებთ რძეს და მივიღებთ წვნიანს.

 


საკვანძო სიტყვები: #მიწავაშლა , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები