ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 28

თურქეთ-ისრაელის დაახლოება და პალესტინის პრობლემა

535050
ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 28

 

 როგორც ცნობილია გასულ დღეებში თურქეთმა და ისრაელმა ურთიერთობების ნორმალიზებაში კონსენსუსს მიაღწიეს და შესაბამის შეთანხმებასაც მოაწერეს ხელი, რითაც ბოლო წერტილი დაესვა 6 წლიან უთანხმოებას, რომელიც გამოიწვია 2010 წლის 31 მაისს თურქულ ჰუმანიტარულ გემ მავი მარმარაზე ისრაელის სპეცრაზმის იერიშმა, რომლის დროსაც 9 თურქი მოქალაქე დაიღუპა. ხელმოწერილი შეთანხმება სარგებლობას მოუტანს ღაზასაც, რამეთუ ამ შეთანხმებით მართალია მისი ბლოკადა მთლიანადა არ მოიხსნება, მაგრამ, სამაგიეროდ გაიზრდება და გაფართოვდება ღაზისადმი ჰუმანიტარული დახმარებები.

მოგეხსენებათ, რომ საერთოდ პალესტინის საკითხი ძალიან რთულად მოსაგვარებელი და ერთმანეთში გადახლართული საქმეა და მის უფრო მარტივად გასაგებად საჭიროა გადავხედოთ ისრაელ-პალესტინის ისტორიას. ცნობილია, რომ ისრაელმა პალესტინის მიწები კონტროლ ქვეშ 1967 წელს აიყვანა და დღეს 49 წელი სრულდება ამ ოკუპაციიდან. მოკლედ, აღმოსავლეთ იერუსალიმი, დასავლეთ იორდანია და ღაზა 1967 წლის აქეთ ისრაელის არმიის კონტროლ ქვეშ არის და ამ ხნის განმავლობაში საკუთარი კერა დასტოვა და სხვა ადგილს შეეხიზნა 300 ათასამდე პალესტინელი, რომელთა უმრავლესობა დღემდე არ დაბრუნებულა მშობლიურ კერებში. გარდა ამისა ისრაელმა პალესტინელები აყარა მრავალი სხვა ადგილებიდანაც და მათ ადგილებზე ებრაელური ახალშენები გააშენა რა, ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

უფრო მეტიც, ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმში, კონკრეტულად კი მუღრაბის უბანში 135 პალესტინური სახლი დაანგრია და მათში მცხოვრები 600 პალესტინელი გაყარა რა, მათ ადგილზე ე.წ. უსაფრთხოების კედელი აღმართა. ასე რომ, ისრაელი პალესტინურ მიწებზე 1967 წლის აქეთ ეწევა არაკანონიერ საქმიანობებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჟენევის მეოთხე შეთანხმებას. მოკლედ, ისრაელმა 1974-75 წლებში იერუსალიმის აღმოსავლეთში და დასავლეთ იორდანიის ტერიტორიებზე ახალი ებრაელური მშენებლობები დაიწყო რა, იმ დროს აშენებული მაალე ადუმინის ახალშენი დღემდე ყველაზე უდიდესად ითვლება. სულ კი ხსენებულ ტერიტორიებზე 125 ახალნაშენია, რომლებიც თვით ისრაელის მთავრობის დასტურით არიან აშენებულნი, ხოლო კიდევ 100-მდე ახალშენი კი მთავრობის ნება დაურთველად არის აშენებული.

ამ ებრაელურ ახალშენებში კი მთლიანობაში 600 ათასამდე ებრაელი ცხოვრობს. გარდა ამისა, 1980 წლის აქეთ 40%-ით შემცირდა დასავლეთ იორდანიაში სახნავი სავარგულები, ხოლო 1991 წლიდან ისრაელმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე 500-მდე საკონტროლო გამშვები პუნქტი გახსნა რა, პალესტინელების სპეციალური საშვებით შეშვება დაიწყო ამ ადგილებში. 2003 წლიდან კი ტელ ავივმა დასავლეთ იორდანიასა და აღმოსავლეთ იერუსალიმს შორის გამყოფი კედლის მშენებლობა დაიწყო, რომელიც საერთაშორისო სასამართლომ 2004 წელს გამოტანილი განჩინებით უკანონოდ სცნო

დღეს ღაზაში 1.8 მილიონი პალესტინელი ცხოვრობს და მათ 70% გაეროს მხრიდან ლტოლვილის სტატუსი აქვს მიცემული. ისინი 1948 წლის ომის დროს საკუთარი მიწებიდან აყრილებს წარმოადგენენ. 2005 წელს მართალია ისრაელმა ღაზაში მოქმედი პოსტები გააუქმა, მაგრამ, სამაგიეროდ მისი ოკუპაცია ფაქტიურად გრძელდება. რაც შეეხება იერუსალიმში მცხოვრებ პალესტინელებს, მათ უმრავლესობას მოქალაქეობის სტატუსიც კი არ გააჩნიათ და სარგებლობენ გრძელვადიანი ბინადრობის უფლებით. ტელ ავივი ზოგჯერ მათ ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნის, ბინადრობის უფლებას ართმევენ რა, საცხოვრებლად   იერუსალიმის ფარგლებს გარეთ აგზავნიან. მარტო 2014 წელს ასეთი ხელოვნური მიზეზით გაყარეს იერუსალიმიდან 107 პალესტინელი

1967 წლის შემდეგ ისრაელმა ოკუპირებულ მიწებზე ორი სასამართლო სისტემა დანერგა. 600 ათასი ებრაელი ახალშენისათვის სამოქალაქო სასამართლო მოქმედებს, ხოლო 4,5 მილიონი პალესტინელისთვის კი სამხედრო სასამართლო მოქმედებს და ეს უკანასკნელი უმრავლეს შემთხვევაში პალესტინელებს ამტყუნებს, რის გამოც დღეს 7 ათასზე მეტი პალესტინელი ტუსაღია

გარდა ამისა, ისრაელი ხშირად ანგრევს პალესტინელების კუთვნილ ბინებს და სახლებს და ამ დროს იმიზეზებენ ნებართვის უქონლობას. მარტო მიმდინარე წლის 5 თვეში ასეთი მიზეზით დანგრეულ იქნა 625 პალესტინელის სახლი   

პირველი ინტიფადის დროს, ე.ი.1987-93 წლებში ისრაელის მხრიდან მოკლულ იქნა ათასზე მეტი პალესტინელი, მათ შორის 20% ბავშვი, ხოლო 2006-2014 წლებს შორის ღაზაზე თავდასხმას 1097 ბავშვი შეეწირა. აი, ასეთი სურათია შექმნილი დღეს პალესტინასა და ღაზაში რა, ამ უკანასკნელებისადმი თურქეთის მხრიდან გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება ოდნავ მაინც შვებას მისცემს წლების განმავლობაში ისრაელის მხრიდან ბლოკადაში მოქცეულ ღაზელებს 

 



მსგავსი ინფორმაციები