ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 19

ალეპოზე თავდასხმებმა არა ადამიანური ფორმა მიიღო

488700
ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 19

ამ ახლო ხანებში მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობა შესძრა სირიელი ექიმის, უსამე ელ აზიზის მთელი მსოფლიოს გასაგონად ნათქვამმა სიტყვებმა, რომ, სირიის ქალაქ ალეპოზე იმდენი და ისეთი შეუბრალებელი თავდასხმები ხდება, კუბოების დეფიციტს განიცდიან. დიახ, ესადის რეჟიმის და მისი მხარდამჭერი რუსეთის კუთვნილი ბომბდამშენების მასიურმა თავდასხმებმა სირიის სიდიდით ამ მეორე ქალაქზე, რომელიც ოპოზიციის ხელშია, ისეთი მასშტაბური სახე მიიღო, რომ, ყველგან სიკვდილის აჩრდილი დადის, ყოველ წუთს მოსალოდნელია ქალაქის ყოველ უბანზე თუ ყოველ ნაგებობაზე მოულოდნელი დაბომბვები, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ალეპოში ადამიანები და სიკვდილი ხელიხელჩაკიდებულნი დადიან. უფრო მეტიც, ზოგიერთები თურმე ისეთ გაუსაძლის მდგომარეობაში არიან, რომ სიკვდილის მალე მოსვლას ნატრულობენ. მოკლედ, ესადი და რუსეთი ქვას ქვაზე არ სტოვებენ ალეპოში და ყველაფერი იწვის და ნადგურდება, აცხადებს სირიელი ექიმი

         ექიმის ამ განცხადებას ადასტურებს მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე პრესტიჟული, საერთაშორისო შეწყალების ორგანიზაციის მხრიდან სირიასთან დაკავშირებული ამ ახლო ხანებში გამოქვეყნებული ანგარიში, რომლის მიხედვითაც ესადის და რუსეთის ბომბდამშენები ალეპოშიც და სხვა ქალაქებშიც საავადმყოფოებს და კლინიკებს მიზანმიმართულად ბომბავენ, რათა სირიელ ლტოლვილთა ახალი ნაკადები დაიძრნენ უცხოეთისკენ, განსაკუთრებით კი თურქეთისკენ და აედან ევროპისკენ.  

         მართლაც და, ჩრდილოეთ ალეპოში მორატორიუმის დასრულებისთანავე ესადის და რუსეთის თვითმფრინავებმა უპირველეს ყოვლისა კვლავ საავადმყოფო და კლინიკა ამოიღეს მიზანში, ე.ი. ასეთი არა ადამიანური დაბომბვები სირიის სამოქალაქო ომის  სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი გახდა. გარდა ამისა, ხსენებული ანგარიშითვე, ესადი და რუსეთი ელექტროსადგურებს, კაშხლებს, სასმელი წყლის რეზერვუარებს და მაგისტრალებს, პურის ქარხნებს და სხვა სტრატეგიულ ობიექტებსაც ბომბავენ რა, ასე სჯიან ქალაქში დარჩენილებს.

ერთ ერთი ბოლო დაბომბვისას კი ალეპოს ერთადერთი ბავშვთა ექიმი მუჰამედ ვესიმ მუაზი დაიღუპა, რომელიც თურმე საავადმყოფოში იძინებდა და სახლშიც არ მიდიოდა. მისმა დაღუპვამ კი მარტო ალეპო კი არა მთელი სირია დაამწუხრა. სწორედ ხსენებულ დაბომბვას შეეწირა ასევე კიდევ ერთი კბილის ექიმი, რომელიც ქალაქში დარჩენილ 10 კბილის ექიმთაგან ერთ ერთი იყო. საბოლოო ჯამში სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების აქეთ მთლიანობაში 730 ექიმი დაღუპულა, თანაც ყველა ესენი არა შემთხვევით, არამედ გამიზნულად მოკლულებს წარმოადგენენ

         სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მარტში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მართალია ხანდახან ირღვევა, მაგრამ, მთლიანობაში მაინც დადებითი შედეგი გამოიღო და სირიელებმა თავისუფლად ამოსუნთქვა დაიწყეს. ერთადერთი ადგილი, სადაც ხშირად ირღვევა მორატორიუმი, ეს ალეპოს ჩრდილოეთი რაიონია. რუსეთმა და აშშ-მა ყველაფერი უნდა იღონონ, რათა ხსენებულ რაიონშიც შეჩერდეს ბრძოლები და აქაც დაისადგუროს მშვიდობამ, რისთვისაც საჭიროა, რომ მოსკოვმა ზეწოლა განახორციელოს ესადის რეჟიმზე და აიძულოს აქაც დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომელსაც ქვეყნის სხვა რეგიონებში იცავენ და მაშინ, მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ერთის მხრივ სიკვდილიანობას შეამცირებს, ხოლო მეორეს მხრივ შესაძლებელი გახდება მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარებების მიწოდება



მსგავსი ინფორმაციები