თურქეთის კულტურული საგანძური 14/2016

დღეს გაგაცნობთ, ყველა ღვთიური რელიგიისთვის წმინდა, არაბების და ებრაელების საერთო წინაპრად მიჩნეულ წინასწარმეტყველ აბრაამს

465169
თურქეთის კულტურული საგანძური 14/2016

დღეს გაგაცნობთ, თურქეთის საამაყო კულტურული საგანძურიდან, მნიშვნელოვან ტურისტულ რეგიონს, ყველა ღვთიური რელიგიისთვის წმინდა, არაბების და ებრაელების საერთო წინაპრად მიჩნეულ წინასწარმეტყველ აბრაამს და ბალიქლის ტბას, რომელიც, რწმენის მიხედვით, მისი ცეცხლში ჩაგდების შემდეგ წარმოიქმნა.

იბრაჰიმი, დასავლურ ენებში აბრაჰამი, ყურანის მიხედვით დიდი წინასწარმეტყველია. ებრაელებსა და ქრისტიანებში იგი სამაგალითო მორწმუნე პიროვნებად ითვლება. სწამთ, რომ იგი იყო ისმაილის და ისაკის მამა. ებრაელები არიან ისჰაკ-იზაკის შთამომავლები. არაბების და წმინდა მუჰამედის მამა კი არის ისმაილი. ენათმეცნიერთა აზრით, სახელის აბრაჰამის ამოსავალია რაჰმანი და რაჰიმი. ამ სახელებს, ახლო აღმოსავლეთში რიგი სათვისტომოები ინტენსიურად იყენებენ. აქვს განდიდებული, ზე ამაღლებული მამის მნიშვნელობა.

უძველეს აქათურ ენაში გამოყენებულია რაჰიმის, ინდოეთში ბრაჰმანის, ისლამურ სახელმწიფოებში კი იბრაჰიმის სახით.

სწამთ, რომ აბრაჰამი დაიბადა ჩვ.წ.აღ-დე 2000-იან წლებში, დღეს შანლიურფად წოდებულ ქალაქში. მამამისი ყოფილა ნემრუთის ტაძრების მთავარი არქიტექტორი. აბრაჰამი ახალგაზრდობიდან შეეწინააღმდეგება პოლითეისტურ სარწმუნოებას. ცოდვად მიიჩნევს თავის-თავის ღმერთად გამოცხადებას. დაამტვრევს მამამისის გაშენებულ ქანდაკებებს. დატოვებს მხოლოდ ერთს, რომლის კისერზეც ჩამოჰკიდებს ერთ ცულს. მამამისი, როცა დაინახავს დამტვრეულ ქანდაკებებს შეეკითხება რა მოხდა. აბრაჰამი ცულ ჩამოკიდებულ ქანდაკებას ანახვებს და ეტყვის, რომ მან დაამტვრია ყველა ქანდაკება. მამამისი გაიკვირვებს და ეტყვის, რომ იგი ვერ შესძლებს ქანდაკებების დამტვრევას, რადგან ის მხოლოდ ქანდაკებაა. აბრაჰამი შეეკითხება, მაშინ, როცა მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რატომ სცემენ მას თავანს. მამამისს გააკვირვებს ეს გონივრული პასუხი. წმინდა მოციქული აბრაჰამი დაიწყებს ერთ ღმერთიანი სარწმუნოების გავრცელებას. მისი ქმედებებით შეშფოთებული ნემრუთი, აბრაჰამს ჩაქოლვის სასჯელს გამოუტანს.

დაიწყება ფიჩხების და შეშების მოგროვება და დაინთება დიდი კოცონი. ჩააგდებენ აბრაჰამს კოცონში. წმინდა წიგნში ყურანში ენბიეს აიათშია ეს ამბავი მოცემული. იქ წერია შემდეგი:-„ცეცხლო განელდი და სიამოვნებად იქეც აბრაჰიმისთვის“. ალაჰის წყალობით, კოცონი იბრაჰიმისთვის წალკოტ ბაღად, შეშები კი თევზებად იქცევა. ახლაც არის ეს რწმენა დამკვიდრებული და ხსენებული თევზები ახლაც წმინდად ითვლება. ვერავინ ვერ ბედავს მათ დაჭერას და ჭამას. აუზების მიმდებარე ადგილზე არის გამოქვაბული, სადაც, გავრცელებული რწმენით დაიბადა აბრაჰამი. იგი წმინდა სამლოცველოდ არის გადაქცეული და ყოველი მხრიდან ჩადიან მის სანახავად და იქ სალოცავად.

გამოქვაბულის გარშემო გაშენებულია კიდევ სხვადასხვა სამლოცველოები. ეს რელიგიური ცენტრი, დღეს, მრავალ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტს მასპინძლობს.

სწამთ, რომ წინასწარმეტყველის ადამის შემდეგ გამქრალი მუსლიმანების წმინდა სამლოცველო ქააბა, თავის შვილთან ისმაილთან ერთად, აბრაჰამს გაუშენებია.

მოციქულის აბრაჰიმის ზეგავლენა და მისდამი რწმენა, დღეს ისევ ცოცხლობს ხალხში. შანლიურფაში ბავშვებს უმეტესად იბრაჰიმის, ჰალილ იბრაჰიმის, იბრაჰიმ ჰალილის სახელს არქმევენ.

სხვადასხვა მითები არსებობს შანლიურფას სამზარეულოს უცილო კერძებიდან ჩიღ ქუფთას, წინასწარმეტყველ აბრაჰიმის კოცონში ჩაგდებასთან დაკავშირებით. ერთი მონადირე შველზე სანადიროდა გავა იმ დღეებში, როცა ნემრუთი წინასწარმეტყველ აბრაჰამის დაწვას მოინდომებს. სამხედროები სახლებიდან მოაგროვებენ კოცონის დასანთებად შეშებს.

მონადირის სახლშიც აღარ დარჩება შეშა. ნანადირევით დაბრუნდება, მაგრამ იმის გამო, რომ საჭმლის მოსამზადებლად ბუხრის დასანთები შეშა არ ჰქონდათ, მონადირის მეუღლე შველის რბილი ხორცის ბურღულთან და სუნელებთან ერთად მოზელით, პირველ ჩიღ ქუფთას მოამზადებს.

სწამთ, რომ დღეს, შანლიურფას სამზარეულოს უცილო საჭმელი ჩიღ ქუფთა, დაკავშირებულია წინასწარმეტყველ აბრაჰამთან.



მსგავსი ინფორმაციები