თურქეთის ახალი ხედვა: 14/ 2016

ახლო აღმოსავლეთის უკანასკნელი ვითარების მიმოხილვას აი როგორ ახდენს პროფ მაზჰარ ბაღლი....

462890
თურქეთის ახალი ხედვა: 14/ 2016


ახლო აღმოსავლეთის უკანასკნელი ვითარების მიმოხილვას აი როგორ ახდენს პროფ მაზჰარ ბაღლი....

არ გამოვიდა დაარღვიე შეთანხმება.

მწვანე პალტოიანი ხანში შეული კაცი მოულოდნელად შემოვარდა ოთახში და მისი წლოვანებისთვის შეუფერებელი სისხარტით იარაღი მიუმარჯვა გაოცებული თვალებით შემყურე ადამიანებს. დაიწყო გარშემო​ ცეცხლის გახსნა. შემდეგ, სწრაფი ტემპით კიბეებით ავიდა ზედა სართულის ოფისში. პისტოლეტი კისერზე მიუბჯინა მის წინაშე მდგომ, შიშით აკანკალებულ პიროვნებას, რომელსაც ხელში იარაღის დაჭერაც კი უჭირდა და უთხრა:-მე ხომ გითხარი მე ვარ ამ ბავშვის გარანტი, რაიმე პრობლემა თუ იქნება მე უნდა მომმართო მეთქი. შენ, არ შეასრულე პირობა, მოკალი ბავშვი. შემდეგ, კისრით დაიჭირა, თავი მაგიდას მიადო და ცნობილი რეგიონული აქცენტით თქვა:-არ გამოვიდა, შენ დაარღვიე გარიგება...და გაისმა იარაღის მჭექარე, შემაზრზენი ხმა. გარემო სისხლით მოისვარა...

შეთანხმების მცნებებთან, მიცემულ დაპირებებთან და შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ნაწყვეტი, რომლის გადმოცემასაც შევეცადეთ, ბანდიტიზმის შესახებ გადაღებული ერთ-ერთი ფილმიდან გახლავთ.

თურქეთის საზოგადოებრიობა, კარგა ხანია ფართხალებს ისეთ სისხლიან სცენარში, სადაც ცნობილი არ არის არც მისი ავტორი, არც აქტივისტი და არც სამიზნე ობიექტი.

იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ყველაფერი ლამის, შეიცოდონ, ბავშვის მკვლელი, რომლის მკვლელობაში ეჭვიც კი არ ეპარებათ. ძალიან ვცდილობთ ჩვენს ცხოვრებაში კოშმარივით შემოსული სიზმრიდან თავის დაღწევას.

ჩვენი ხალხი დანატრებულია ახალ, ლამაზ ცხოვრებას, ლამაზ გაზაფხულს, მინდვრის ყვავილებით მოფენილ მდელოებს. ყოველი ნოვრუზი მხოლოდ სეზონის კი არა, თავიანთი ბედის გაზაფხულად მიუჩნევიათ.

აღორძინება განვითარების პარტიის ხელისუფლებამ თან მოიტანა გაზაფხულის მახარობელი და ადამიანებმა იწამეს, რომ დადგება საუცხოო გაზაფხული.

თუმცა, ორგანიზაციები და მისი კომპონენტები ყველა გზას მიმართავენ ამ ტენდენციისთვის შეფერხების შესაქმნელად.

11-ჯერ მოიწადინეს სისხლიანი ტერ-აქტით, აღორძინება განვითარების პარტიის გადაწყვეტის პროცესის დასრულება დაღლიჯაში, აქთუთუნში, რეშადიეში, სილვანში, ურფაში, ჯეილანფინარში.

მაგრამ აღორძინება განვითარების პარტიამ, გააგრძელა გზა ახალი გაზაფხულის მოსაყვანად.

უკანასკნელი ჯემრეს მოსვლით, მოინდომა გაზაფხულის მოსვლა.

ხალხს გააჩნია ცვლილების პროცესებზე დაკვირვების და პრაქტიკულად გამოცდის გონიერება.

მრავალჯერ გამოსცადა, და იცის თუ როგორ ახდენს მიწაზე დაცემული ჯემრე ნიადაგის გათბობას, წყალში დაცემული წვიმის და წყლის შერბილებას, ჰაერში დაცემული კი, ატმოსფეროს მოფერების მსგავსი სიოს წარმოქმნას.

ახლაც სურთ, ნევრუზთან ერთად გაზაფხულის, კეთილდღეობის მოსვლა სახელმწიფოსა და მთებში. სურთ, სწრაფად დასრულდეს მტრობა და ქიშპობა, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს მათთან.

სახელმწიფომ, ორგანიზაციის და მათი სახელით მოთხოვნების წამომყენებლების გამონათქვამიდან გამომდინარე საგზაო რუკის განსაზღვრით, მოიწადინა ლამაზი გაზაფხულის მოყვანა.

დაიწყო შეხვედრები, გაღრმავდა განხილვები, სადაც იყო უნდა გაყვავებულიყო ხეები, რომ ორგანიზაციამ კვლავ წამოიწყო სისხლიანი თავდასხმები და ინტრიგები.

გარკვეული დროის შემდეგ, გამოიცვალა საქმის არსი. PKK-მ და მისმა კომპონენტებმა დაარღვიეს შეთანხმება.

ორგანიზაციის ლიდერმა მარტივი, აღმოსავლური ეშმაკობის გამოყენებით გააძლიერა ძალმომრეობა, გარანტიაში აიყვანა თავის მომავალი და ჩასაფრება მოაწყო. ყოველ ნაბიჯზე აღნიშნა, რომ მას არ სურს არაფერი, მნიშვნელოვანი არ არის თავისუფლება. ამით მან გასცა თავის თავი, რომ მას მხოლოდ თავისი პიროვნული მომავალი აინტერესებდა.

იგი ითვალისწინებს ძალადობის გაზრდას, სისხლის ღვრის მომატებას და ისეთი ატმოსფეროს წარმოქმნას, რომ იქიდან თავის დასაღწევად საქმეში ჩაერივნენ პოლიტიკური აქტივისტები, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისიც კი, მოწოდებით, გვიხსენით, გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ეს არის დიდი ეშმაკობით შედგენილი სცენარი, რომელიც სახელმწიფოსა და რეგიონში ითვალისწინებს სისხლის ღვრას, ისეთი ქაოსის წარმოქმნას, რომ ადამიანებს აეროთ გზა-კვალი.

ამ დროს კი, განხილვების მიზანი იყო ქურთებისთვის სისხლის ღვრის კი არა, გაზაფხულის მოსვლის გახარება.

ახლა ორგანიზაცია, თავის პოლიტიკური კომპონენტის საშუალებით ცდილობს, ადრინდელ დღეებში გაშიფრული სისხლიანი სცენის კვლავ მანიპულირებას. არავის აღარ სჯერა მათი, თვით ქურთებსაც კი.

PKK-მ და მათმა კომპონენტებმა, თავიანთი დანაშაულების ჩვენებით, დაასრულეს განხილვების პროცესი, რომელიც დადებითი გზით მიემართებოდა.

ყოველივე ამან ახადა მათ ნიღაბი. ყველამ დაინახა, რომ მათი განზრახვა არ არის ქურთული პრობლემა.

ადამიანებმა, იმის გამო რომ იმედი ჰქონდათ HDP/PKK-თან მშვიდობის დამყარების, ხმა მისცეს განხილვების დაწყებას. მაგრამ აშკარა გახდა, რომ ორგანიზაციას არ სურს მშვიდობა. შესაქმნელ, ახალი განხილვის მაგიდას აღარ მისცემს ხალხი ხმას.

ჩემი პირადი მოსაზრებით კი, ამ ჯგუფთან აღარ მოხდება განხილვები. ახალი პროცესის დაწყებაც შეუძლებლად მეჩვენება.

სანამ არ მოხდება დემირთაშის გასამართლება, ოჯალანის სიკვდილით დასჯა, ქარაილანის დაპატიმრება და მათი ინსტრუმენტად გამომყენებლების ლიკვიდაცია, არა მგონია დაიწყოს რაიმე განხილვა.

ეს გახლდათ, ილდირიმ ბეიაზითის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის განყოფილების პროფესორის მაზჰარ ბაღლის შეფასება.



მსგავსი ინფორმაციები