ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 10

მორატორიუმი სირიაში

447573
ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 10


როგორც ცნობილია რუსეთ-ამერიკას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად 27 თებერვლიდან სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა, თუმცა რეგიონიდან მიღებული ცნობებით მას შემდეგ მრავალჯერ დაირღვა მორატორიუმი, რაშიც მხარეები ერთმანეთს ურთიერთბრალდებებს უყენებენ. სირიის ოპოზიციის მიერ შექმნილი უმაღლესი მოლაპარაკებების საბჭოს განცხადებით რეჟიმის ძალებმა და მისმა მოკავშირეებმა უკვე 15 ჯერ დაარღვიეს მორატორიუმი. სირიის ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციის თქმით რუსულმა თვითმფრინავებმა ქალაქ ალეპოს მახლობლად 6 დასახლება დაბომბეს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო შეშფოთებები გამოთქვეს ასევე საფრანგეთმა და საუდის არაბეთმა. მოკლედ, სირიის ადამიანის უფლებათა ქსელის მხრიდან 2 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის 145 ფაქტი დაფიქსირდა. მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ამერიკაც, რუსეთიც და საერთაშორისო საზოგადოებრიობა დადებითად აფასებს მორატორიუმის მიმდინარეობას

მორატორიუმის დარღვევის ფაქტები კი არც უნდა იყოს გასაკვირი, რადგან, შეთანხმება იძლევა ამის საბაბს. მართლაც და მიღწეულ შეთანხმებაში რადიკალისტებზე თავდასხმები არ იკრძალება რა, რუსეთი და ესადის რეჟიმი ამას თავიანთი ავი ზრახვებისათვის იყენებენ და ვითომ ისლამისტებზე თავდასხმის მიზეზით ზომიერ ოპოზიციასაც ურტყამენ. აქ არც იმის თქმა დაგვავიწყდეს, რომ რუსული ბომბდამშენებიც და ესადის რეჟიმიც ზოგჯერ სამოქალაქო ობიექტებს, სკოლებს და საავადმყოფოებს იღებენ მიზანში და ამიტომ ხშირად იღუპებიან ქალები და ბავშვები

ისე კი, მორატორიუმს მრავალი დაჯგუფება იცავს, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს მათთვის მაინც და მაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს და ასეთი დაჯგუფებების რაოდენობა 70-მდე არის. სირიაში მოქმედებენ ისეთი დაჯგუფებანიც, რომლებსაც ომიც აწყობთ და მორატორიუმიც და ამ ორივე შემთხვევებს ისინი თავიანთი პირადული გამორჩენის მიზნით იყენებენ.

რუსეთისა და ესადის რეჟიმის თვით საპატიო მიზეზით თავდასხმებმაც კი ამა თუ იმ დაჯგუფებაზე, შეიძლება სხვა დაჯგუფებებიც გააღიზიანოს და ეს კი ახლიდან გამოიწვევს შეტაკებების დაწყებას. ეს კარგად მოეხსენება რუსეთსაც და ესადის რეჟიმსაც და ამიტომ ზოგჯერ სწორედ ამ მიზნით იწვევენ პროვოკაციებს, ე.ი. ისეთ დაჯგუფებებს ურტყამენ, რომლებსაც მორატორიუმი იფარავთ. საქმეს ისიც ართულებს. რომ ამჟამად სირიის ტერიტორიები ისეა განაწილებული ამ დაჯგუფებებს შორის, რომ ვერ გაიგებ, რომელი ტერიტორია ვის კონტროლ ქვეშ არის და ესეც საკმარისად ართულებს მორატორიუმის პირობების დაცვას. თანაც ზოგჯერ ეს დაჯგუფებები ერთ დღეს თუ ერთობლივად ებრძვიან ესადის რეჟიმს, მეორე დღეს ისინი უკვე ერთმანეთს ებრძვიან ხოლმე, ანდა, ზოგჯერ კი ჰგონიათ ესადის პოზიციებს ურტყამენ, სინამდვილეში თავიანთ მოკავშირეს ურტყამენ. მოკლედ, ათასობით მიზეზი შეგვიძლია დავასახელოთ, რომლებიც შეიძლება მიზეზი გახდეს მორატორიუმის პირობების დარღვევისა და ასეთი მიზეზების სიმრავლე საბოლოო ჯამში ეჭვქვეშ აყენებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სიმყიფეს. ყოველ შემთხვევაში მრავალი მხარე მიიჩნევს, რომ რუსეთი კვლავ გააგრძელებს მორატორიუმის ხშირ დარღვევას და ამიტომ მიიჩნევენ, რომ შეთანხმების მიღწევა მხოლოდ და მხოლოდ რუსული ფანტაზიის ნაყოფია. მართლაც და მორატორიუმამდე მან ოპოზიციის მრავალი ობიექტი დაბომბა, რამაც ხელი შეუწყო ესადის ძალების წინსვლას, ამით კი ჟენევის მოლაპარაკებებში ესადის რეჟიმს და რუსეთს საწინაააღმდეგო მხარის მიმართ უპირატესობები ექნებოდა. ამიტომაც იყო, რომ თავიდან 11 თებერვლისათვის დაგეგმილი მოლაპარაკებები რუსეთის მოთხოვნით თვის ბოლოსათვის გადაიდო, ე.ი. რუსეთმა ეს დრო ესადის რეჟიმის წინსვლისათვის გამოიყენა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე გაძლიერებული ესადის რეჟიმი მოწინააღმდეგეებს თავის სურვილებს ახვევდა თავს. ამის პარალელურად რუსეთიც სარგებლობს ამ შემთხვევით და აშშ-ს და ევროპას თავის სურვილებს კარნახობს. მოკლედ, ესადი და მისი მხარდამჭერი მოსკოვი ყველაფერს აკეთებენ, რათა სირიის დიალოგის დროს უფრო ხელ გამაგრებულნი მიუჯდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და უფრო მეტი გამოსძალონ მოწინააღმდეგეებს


მსგავსი ინფორმაციები