ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

2131322
ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

დღეს, ჩრდილოეთ მაკედონიაში ამომრჩევლები ქვეყნის ახალ პრეზიდენტს ირჩევენ.   ქვეყანაში, სადაც 1 მილიონ 814 ათას 317 რეგისტრირებული ამომრჩეველია, ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 07:00 საათზე დაიწყო, 19:00 საათამდე გაგრძელდება.  

ამომრჩევლებს ხმის მიცემა ქვეყნის მასშტაბით 3480 ცენტრში შეეძლებათ.

არჩევნებში 7 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი სტევო პენდაროვსკი და საგარეო საქმეთა მინისტრი ბუიარ ოსმანი.

თუ რომელიმე კანდიდატი პირველ ტურში ხმების 50 პროცენტზე მეტს ვერ მიიღებს, 8 მაისს მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ყველაზე მეტი ხმის მომპოვებელი ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.  მეორეს მხრივ, 8 მაისს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებიც გაიმართება.

ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, მეორე ტური რომ ჩაითვალოს, საარჩევნო აქტივობა 40 პროცენტზე მეტი უნდა იყოს.



მსგავსი ინფორმაციები