UNICEF: „პალესტინის ტერიტორიებზე ბავშვთა მკვლელობები უნდა შეწყდეს“

UNICEF: „პალესტინის ტერიტორიებზე ბავშვთა მკვლელობები უნდა შეწყდეს“

2130511
UNICEF: „პალესტინის ტერიტორიებზე ბავშვთა მკვლელობები უნდა შეწყდეს“

გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) განაცხადა, რომ პალესტინის ტერიტორიებზე ბავშვთა მკვლელობები უნდა დასრულდეს.

გაეროს ბავშვთა ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონალური დირექტორის ადელ ხოდრის განცხადება  UNICEF-ის X სოციალურ მედიაში გამოქვეყნდა.

ხოდრმა განაცხადა, რომ ისრაელმა ბოლო 72 საათის განმავლობაში მოკლა 3 ბავშვი დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ ტულკარიმში და სულ მცირე 14 ბავშვი ღაზას სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაში.

ხოდრმა ასევე აღნიშნა, რომ პალესტინის ტერიტორიებზე ბავშვები ძალადობის ტრაგიკულ და მანკიერ წრეში დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ მოქცეულნი და, რომ პალესტინაში ბავშვთა მკვლელობები უნდა დასრულდეს და ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის არმიის რადიომ 18 აპრილს გამოაცხადა, რომ დაიწყო „მასშტაბური სამხედრო ოპერაცია“ დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტულკარიმში მდებარე ლტოლვილთა ბანაკ ნურ შამსის წინააღმდეგ.

ისრაელის არმიის რადიოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნურ შამსის ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის ჯარისკაცების თავდასხმას 14 პალესტინელი შეეწირა.

თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ ისრაელის არმიის დარბევა ბანაკზე წუხელ დასრულდა და ტერიტორიიდან გავიდნენ.



მსგავსი ინფორმაციები