ავღანეთში ბოლო 3 დღის განმავლობაში მომხდარ წყალდიდობებს 33 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში ბოლო 3 დღის განმავლობაში მომხდარ წყალდიდობებს 33 ადამიანი ემსხვერპლა

2127849
ავღანეთში ბოლო 3 დღის განმავლობაში მომხდარ წყალდიდობებს 33 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში ბოლო 3 დღის განმავლობაში მომხდარ წყალდიდობებს 33 ადამიანი ემსხვერპლა.

ავღანეთის დროებითი მთავრობის სტიქიურ უბედურებებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სამინისტროს სპიკერმა, მოლა კანან საიკმა, პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ყველაზე მეტი მსხვერპლი დაფიქსირდა ფარაჰის, ჰერატის, ზაბულისა და ყანდაჰარის პროვინციებში.

მან თქვა, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში ქვეყნის 21 პროვინციაში წყალდიდობა მოხდა, 33 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა.

საიკის თქმით, 200 ცხოველი დაიღუპა, 600-ზე მეტი სახლი ნაწილობრივ დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა, ხოლო 2 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა გამოუსადეგარი გახდა.

მისივე თქმით, შესაძლებელია წყალდიდობის გამო მესხვერპლის და მატერიალური ზარალის რაოდენობა გაიზარდოს და მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

ავღანეთში ზამთარში მოსული თოვლის დნობის, ძლიერი წვიმების და არასაკმარისი ინფრასტრუქტურის გამო წყალდიდობა ზარალის იწვევს.  ამის გამო კი ავღანეთში ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება.


საკვანძო სიტყვები: #წყალდიდობა , #ავღანეთი

მსგავსი ინფორმაციები