ანტონიო გუტერეშმა მოუწოდა ირანს და ისრაელს გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოუწოდა ირანს და ისრაელს გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება

2127843
ანტონიო გუტერეშმა მოუწოდა ირანს და ისრაელს გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოუწოდა ირანს და ისრაელს გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

თავის გამოსვლაში უშიშროების საბჭოში, რომელიც სასწრაფოდ შეიკრიბა ისრაელის მოწოდებით, გენერალურმა მდივანმა გუტერეშმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობა საშიშია რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის.

„ახლა თავშეკავებისა და დაძაბულობის შემცირების დროა“. - თქვა გუტერეშმა და დასძინა, რომ გმობს ირანის მიერ რეგიონში დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას მისი საჰაერო თავდასხმებით. გუტერეშმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

მან ასევე გააკეთა შეხსენება, რომ დაგმო ისრაელის თავდასხმა ირანის დიპლომატიურ მისიაზე დამასკოში (1 აპრილს) და დაამატა: „ნებისმიერი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სამხედრო დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთის ბევრ ფრონტზე, თავიდან უნდა იქნას აცილებული“.

გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისი იზრდება, რეგიონში სასწრაფო ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო და აღნიშნა, რომ ყველას ეკისრება პასუხისმგებლობა მძევლების გათავისუფლებაზე და რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს გუტერეშმა თქვა: „არც რეგიონს და არც მსოფლიოს არ შეუძლია ახალი ომების გადატანა“.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა 1 აპრილს დამასკოში ირანის საკონსულოს შენობაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც დაიღუპა ირანის რევოლუციური გვარდიიდან 7 ადამიანი, მათ შორის 2 გენერალი.

ირანმა გამოაცხადა, რომ ისრაელის მიერ საკონსულოზე თავდასხმა მისი ქვეყნის ტერიტორიაზე თავდასხმას ნიშნავდა და ისინი საპასუხო რეაქციას მოახდენდნენ.

ისრაელმა ასევე თქვა, რომ უპასუხებს ირანის თავდასხმებს.

გუშინწინ ღამეს ირანმა ისრაელზე ასობით უპილოტო საფრენი აპარატით, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტით დაიწყო შეტევა და გამოაცხადა, რომ რამდენიმე სამხედრო სამიზნე იქნა განადგურებული.

ისრაელმა განაცხადა, რომ თავდასხმების უმეტესობა თავიდან აიცილა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, მაგრამ ერთი რაკეტა სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზას მოხვდა.


საკვანძო სიტყვები: #ისრაელი , #ირანი , #გაერო

მსგავსი ინფორმაციები