მოსკოვში სინაგოგაზე ტერაქტი აღკვეთეს

მოსკოვში სინაგოგაზე ტერაქტი აღკვეთეს

2126929
მოსკოვში სინაგოგაზე ტერაქტი აღკვეთეს

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) განაცხადა, რომ დედაქალაქ მოსკოვში სინაგოგაზე ტერაქტის აღკვეთა მოხდა.

FSB-ს პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია: „FSB-მ აღკვეთა 2002 წელს დაბადებული ცენტრალური აზიის ქვეყნების მოქალაქის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც გეგმავდა ტერაქტის განხორციელებას მოსკოვის სინაგოგაში, როდესაც მოქალაქეები შეიკრიბნენ. აღნიშნულმა პირმა სინაგოგა დაათვალიერა და ბომბისთვის მასალები შეიძინა. ტერორისტმა 10 აპრილს განხორციელებული ოპერაციის დროს, ცეცხლი გაუხსნა უსაფრთხოების ძალებს, მაგრამ ოპერაციის შედეგად აღნიშნული პირი განეიტრალებულ იქნენ“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 22 მარტს მოსკოვში ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 144 ადამიანი დაიღუპა.

ფაქტთან დაკავშირებით 11 პირი დააკავეს.



მსგავსი ინფორმაციები