შვეიცარია, უკრაინის საკითხზე სამშვიდობო კონფერენციას უმასპინძლებს

შვეიცარია, უკრაინის საკითხზე სამშვიდობო კონფერენციას უმასპინძლებს

2126841
შვეიცარია, უკრაინის საკითხზე სამშვიდობო კონფერენციას უმასპინძლებს

მიმდინარე წლის ივნისში უკრაინის სამშვიდობო კონფერენციას შვეიცარია უმასპინძლებს.

შვეიცარიის ფედერალური მთავრობის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ სამშვიდობო კონფერენცია მაღალი დონის მონაწილეობით გაიმართება, უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

მათივე თქმით, ახლა შექმნილია აუცილებელი პირობები კონფერენციისთვის სამშვიდობო პროცესის დასაწყებად, რომლის მიზანი არის, ქვეყნებს შორის ურთიერთგაგების ჩამოყალიბება და უკრაინაში მშვიდობის დამყარება.

თავის მხრივ, სამშვიდობო კონფერენციასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კონფერენციაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე თქმით, რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში და იმედოვნებს, რომ ჩინეთიც დაესწრება.



მსგავსი ინფორმაციები