ენტონი ბლინკენი: „უკრაინა გახდება ნატოს წევრი“

ენტონი ბლინკენი: „უკრაინა გახდება ნატოს წევრი“

2124015
ენტონი ბლინკენი: „უკრაინა გახდება ნატოს წევრი“

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინა საბოლოოდ აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, მაგრამ ამის ნათელი საგზაო რუკა უნდა განისაზღვროს.

ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში მყოფმა ენტონი ბლინკენმა ფრანგ კოლეგასთან, სტეფან სეჟურნთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში კიევის მიღებაზე ისაუბრა.

„როგორც მოკავშირეებმა განაცხადეს ვილნიუსის სამიტზე (ივლისში), უკრაინა გახდება ნატოს წევრი. ახლა ჩვენთვის მთავარია ამისთვის ნათელი და გასაგები საგზაო რუკის განსაზღვრა. მე მჯერა, რომ ნატოს სამიტი, რომელიც გაიმართება 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით (ივნისში) დიდწილად იქნება ფოკუსირებული იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ეს საგზაო რუკა, ან გზა, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას გახდეს ნატოს წევრი“, განაცხადა ენტონი ბლინკენმა.



მსგავსი ინფორმაციები