ნაღმის აფეთქების შედეგად მრავალი ბავშვი დაიღუპა

ნაღმის აფეთქების შედეგად მრავალი ბავშვი დაიღუპა

2123753
ნაღმის აფეთქების შედეგად მრავალი ბავშვი დაიღუპა

ავღანეთში, ღაზნის პროვინციაში ნაღმის აფეთქების შედეგად ბოლო მომაცემებით, 9 ბავშვი დაიღუპა.

თალიბანის ადმინისტრაციის საინფორმაციო სააგენტო Bahktar-ისთან საუბრისას ღაზნის კულტურისა და ინფორმაციის დირექტორმა მოლა ჰამიდულა ნისარმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთის ოკუპაციის დროს აუფეთქებელი ნაღმი გუშინ გიროს რაიონის სოფელ ზედრანში აფეთქდა.

მისი თქმით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ბავშვები ნაღმზე თამაშობდნენ. შემთხვევის შედეგად 9 ბავშვი დაიღუპა, მათ შორის 5 გოგონა.

შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირმა, რომელმაც ავღანეთი 1979-1989 წლებში დაიპყრო და ავღანეთის მთავრობამ, რომელსაც საბჭოთა კავშირი მხარს უჭერდა იმ დროს, აჯანყებულებთან ბრძოლის ნიადაგზე ნაღმები განალაგა სოფლებში.

ამ ნაღმებმა მრავალი ბავშვის სიკვდილი ან დაზიანებები გამოიწვია.



მსგავსი ინფორმაციები