ისრაელში მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია გაიმართა

ისრაელში მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია გაიმართა

2122985
ისრაელში მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია გაიმართა

იერუსალიმში გასული წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, დემონსტრაციაზე 100 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

აქციის მონაწილეები არჩევნების ჩატარებისა და მთავრობის შეცვლის მოთხოვნით ქნესეთის წინ შეიკრიბნენ.

დემონსტრანტებს ხელში ისრაელის დროშები ეჭირათ და სკანდირებდნენ ლოზუნგებს „შენ ხარ პასუხისმგებელი“, „შენ ხარ დამნაშავე“, „ტყვეთა გაცვლის გარიგება ახლა“, „არჩევნები ახლა!“

ამასთან, თელ-ავივში მძევლების ოჯახის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა გადაკეტეს მთავარი გზატკეცილი. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მათი საყვარელი ადამიანების დაბრუნება ვერ მოახერხა.



მსგავსი ინფორმაციები