ისრაელი კვლავ თავს დაესხა დახმარების მომლოდინე პალესტინელებს

ისრაელი კვლავ თავს დაესხა დახმარების მომლოდინე პალესტინელებს

2122571
ისრაელი კვლავ თავს დაესხა დახმარების მომლოდინე პალესტინელებს

ისრაელი კვლავ თავს დაესხა დახმარების მომლოდინე პალესტინელებს.

ღაზის სექტორში, სადაც ისრაელის არმიამ ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია ჰუმანიტარული დახმარების ჩასვლის შეფერხებით, მრავალი ადამიანი დაიღუპა დახმარების მომლოდინე პალესტინელებზე ანხორციელბული თავდასხმის შედეგად.

ისრაელის ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელებს, რომლებიც დახმარების სატვირთო მანქანებს ელოდნენ, ქალაქ ღაზის ალ-ზეიტუნის რაიონში.

თვითმხილველებმა აღნიშნეს, რომ თავდასხმის შედეგად იყვნენ დაღუპულები და დაშავებულები, ხოლო სამედიცინო ჯგუფებსა და მოქალაქეებს გაუჭირდათ დაღუპულებთან და დაშავებულებთან მიახლოება.

ისრაელის არმიის თავდასხმის დროს ღაზის სექტორში დახმარების მომლოდინე პალესტინელებზე 23 მარტს 19 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა.

ანალოგიურად, 19 მარტს, ისრაელის არმია თავს დაესხა ადგილობრივ ჯგუფებს, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ელოდნენ, რის შედეგადაც 23 პალესტინელი დაიღუპა.

2023 წლის 7 ოქტომბრიდან ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმების შედეგად დაიღუპა 32 ათას 705 პალესტინელი, მათ შორის მინიმუმ 14 280 ბავშვი და 9 ათას 340 ქალი, დაშავდა 75 190 ადამიანი.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ ათასობით დაღუპულია, ასევე ნადგურდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა საავადმყოფოებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე თავდასხმით, სადაც ხალხი თავს აფარებს.


საკვანძო სიტყვები: #ღაზა , #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები