ისრაელ კაცი: „ისრაელი არ შეწყვეტს ცეცხლს“

ისრაელ კაცი: „ისრაელი არ შეწყვეტს ცეცხლს“

2120251
ისრაელ კაცი: „ისრაელი არ შეწყვეტს ცეცხლს“

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა, გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება რამადანის თვეში, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეაფასა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ შეწყვეტს ცეცხლს.

ისრაელის მხრიდან ღაზას სექტორის სხვადასხვა ნაწილზე სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით თავდასხმები, რამაც 32 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 172-ე დღეს გრძელდება.

რეგიონში დაძაბულობის შესამცირებლად გუშინ, გაეროს უშიშროების საბჭომ, ღაზაში რამადანის თვეში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

გაეროს გადაწყვეტილებას, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა, X სოციალური მედიის პლატფორმაზე უპასუხა და აღნიშნა: „ისრაელი გაანადგურებს ჰამასს და გააგრძელებს ბრძოლას, მანამ სანამ უკანასკნელი მძევლები არ დაბრუნდებიან სახლში“.   



მსგავსი ინფორმაციები