გაერომ ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუცია მიიღო

გაერომ ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუცია მიიღო

2120363
გაერომ ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუცია მიიღო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცეცხლის მუდმივ და მდგრად დაუყოვნებლივ შეწყვეტას ღაზაში რამადანის თვეში (11 მარტი - 9 აპრილი).

15 წევრიან გაეროს უშიშროების საბჭოს დროებითი წევრების ალჟირის, ეკვადორის, გაიანას, იაპონიის, მალტის, მოზამბიკის, სამხრეთ კორეის, სიერა ლეონეს, სლოვენიის და შვეიცარიის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს კენჭი უყარეს.

კანონპროექტი 14 დადებითი ხმით მიიღეს. თავი შეიკავა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

7 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ისრაელის თავდასხმები დაიწყო ღაზის სექტორზე, გაეროს უშიშროების საბჭომ პირველად მიიღო რეზოლუცია ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით.

გადაწყვეტილებაში საუბარია გაეროს უშიშროების საბჭოს დღემდე მიღებულ გადაწყვეტილებებზე პალესტინის საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნულია, რომ ყველა მხარეს აქვს ვალდებულება დაიცვას საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართალი.

გადაწყვეტილებაში დაგმობილია თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და ყველა სახის ტერორისტული აქტი და ნათქვამია, რომ ტყვეების აყვანა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

გადაწყვეტილებში ღრმა შეშფოთებაა გამოთქმული ღაზის სექტორში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის გამო და აღიარებული იქნა ეგვიპტის, კატარისა და აშშ-ს მიერ განხორციელებული დიპლომატიური ძალისხმევა.

რეზოლუციაში მოთხოვნილია „რამადანის პერიოდში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, რომელსაც პატივს სცემს ყველა მხარე, რაც გზას გაუხსნის მუდმივ და მდგრად ცეცხლის შეწყვეტას და ყველა მძევლის დაუყონებლივ და უპირობო გათავისუფლება“ და რეგიონში შესვლა მძევლების ჰუმანიტარული და სამედიცინო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

გადაწყვეტილებაში მხარეებს მოუწოდებენ, შეასრულონ საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები მძევლად აყვანილი ადამიანების მიმართ და ხაზგასმითაა აღინიშნული, რომ სიტუაციას ყურადღებით დააკვირდებიან.


საკვანძო სიტყვები: #რეზოლუცია , #ღაზა , #გაერო

მსგავსი ინფორმაციები