სამიჰ შუქრი და ანტონიო გუტერეში დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდიან

სამიჰ შუქრი და ანტონიო გუტერეში დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდიან

2119740
სამიჰ შუქრი და ანტონიო გუტერეში დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდიან

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამიჰ შუქრიმ და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა კიდევ ერთხელ გამოვიდნენ მოწოდებით, ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის თაობაზე.

შუქრიმ და გუტერეშმა ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციის დროს შუქრიმ თქვა: „ჩვენ გამოვდივართ მოწოდებით, დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი ღაზაში და გათავისუფლებულ იქნენ პატიმრები. ღაზაში მეტი ჰუმანიტარული დახმარების შეტანაა საჭირო. ღაზაში ვითარება ტრაგიკული გახდა და ის უნდა მოგვარდეს. ჩვენ ასევე ვეწინააღმდეგებით პალესტინელების იძულებით გადაადგილებას და კოლექტიურ დასჯას“.

პრესკონფერენციის დროს გუტერეშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეგვიპტე მშვიდობის ერთ-ერთი გლობალური პოლუსია და დაამატა: „პრეზიდენტ აბდელ ფატა ალ-სისისთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან სამიჰ შუქრისთან შეხვედრაზე განვიხილეთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ღაზაში რთული პირობები და არასტაბილური ვითარება ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე. მსოფლიომ კარგად იცის, რომ დროა გაჩუმდეს იარაღები და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს ღაზაში. არ არსებობს გამართლება პალესტინელი ხალხის კოლექტიური დასჯის. ასევე დროულად უნდა მოხდეს რაფას სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება“.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 7 ოქტომბრიდან ღაზას სექტორზე ისრაელის თავდასხმების შედეგად დაიღუპა 32 ათასზე მეტი პალესტინელი, რომელთაგან უმეტესობა ბავშვია.



მსგავსი ინფორმაციები