ალექსანდრუპოლისში ნატოს საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

ალექსანდრუპოლისში ნატოს საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

2119993
ალექსანდრუპოლისში ნატოს საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

ანტი-ომის აქტივისტთა ჯგუფმა საბერძნეთის ქალაქ ალექსანდრუპოლისში, რკინიგზაზე ბარიკადის გამართვით დაბლოკა მატარებელი, რომელიც ატარებდა ამერიკის შეერთებული შტატების და ნატოს ტანკებს.

საბერძნეთის კომუნისტური პარტიის წევრთა ჯგუფმა ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გამართა, ქალაქ ალექსანდრუპოლისის რკინიგზაზე.

აქტივისტები სკანდირებდნენ ლოზუნგებს, როგორიცაა „ალექსანდრუპოლისი არ არის იმპერიალისტების ციხე, ეს არის ხალხის პორტი“.

აქტივისტებმა მატარებლის ლიანდაგზე ბარიკადებით, აშშ-ისა და ნატოს ტანკების გადამზიდი მატარებელი გააჩერეს.

საპროტესტო აქციის დროს, სადაც პალესტინის დროშებიც იყო გამოფენილი, დემონსტრანტმა ტანკებზე დააწერეს „მკვლელებო, დაბრუნდით სახლებში“.

ცნობისათვის, თურქეთისა და ბულგარეთის საზღვრებთან ახლოს, ალექსანდრუპოლისი უკრაინა-რუსეთის ომის შემდეგ ნატოს სამხედრო ტექნიკის აღმოსავლეთ ევროპაში გადაზიდვის ალტერნატიული გზა გახდა რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით.



მსგავსი ინფორმაციები