მოსკოვში საკონცერტო დარბაზში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

მოსკოვში საკონცერტო დარბაზში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

2119084
მოსკოვში საკონცერტო დარბაზში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

პირველადი ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში საკონცერტო დარბაზში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

რუსული მედიის ცნობით, Crocus City Hall-ში კონცერტის დაწყებამდე დარბაზში ავტომატური იარაღით შეიარაღებული შენიღბული სულ მცირე 3 ადამიანი შევიდა და ცეცხლი გახსნა.

პირველადი ინფორმაციით, თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შემდეგ შენობაში აფეთქება მოხდა, ხანძარი გაჩნდა და შენობის სახურავი ჩამოინგრა.

შემთხვევის ადგილზე უამრავი სასწრაფო დახმარების მანქანა და სპეცრაზმი იქნა მობილიზებული.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა "მთელ მსოფლიოს დაგმოს მოსკოვში განხორციელებული „ტერორისტული აქტი“.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა შაბათ-კვირას გააუქმოს ყველა სპორტული, კულტურული და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიება მოსკოვში.


საკვანძო სიტყვები: #თავდასხმა , #მოსკოვი

მსგავსი ინფორმაციები