ციხეში გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ციხეში გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

2118294
ციხეში გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

დომინიკელთა რესპუბლიკაში ციხეში გაჩენილი ხანძრის შედეგად ბოლო მონაცემებით, 11 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გაურკვეველი მიზეზით ხანძარი დედაქალაქ სანტო-დომინგოში, ლა ვიქტორიას ეროვნულ ციხეში გაჩნდა.

ხანძარს 11 პატიმარი ემსხვერპლა, კვამლით დაზარალებული რამდენიმე ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქვეყნის მთავარმა პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 300 პატიმარი სხვა ციხეში გადაიყვანეს.



მსგავსი ინფორმაციები