ქვანახშირის მაღაროში გაზის აფეთქების შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ქვანახშირის მაღაროში გაზის აფეთქების შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

2117821
ქვანახშირის მაღაროში გაზის აფეთქების შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროში გაზის აფეთქების შედეგად ბოლო მონაცემებით, 12 მაღაროელი დაიღუპა.

პროვინციის ქალაქ ჰარნაიში ქვანახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა.

აფეთქების შემდეგ მაღაროს ნაწილი ჩამოინგრა და 20 მაღაროელი შიგნით ჩარჩა.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები იქნენ მობილიზებული.

ჩატარებული სამუშაოების დროს იპოვეს 12 მაღაროელის ცხედარი, 8 მეშახტე კი გადაარჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავის მხრივ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და მთავრობის სახელით ოჯახებს ყველა შესაძლო დახმარებას დაჰპირდა.



მსგავსი ინფორმაციები