შესაძლოა თუ არა ნატოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი?

შესაძლოა თუ არა ნატოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი?

2116940
შესაძლოა თუ არა ნატოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი?

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მის ქვეყანასა და ნატოს შორის კონფლიქტი შესაძლებელია.

საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა მოქალაქეებს საარჩევნო შტაბიდან მიმართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

პუტინის შეფასებით, საფრანგეთმა არ უნდა გაამწვავოს კონფლიქტი უკრაინაში, არამედ ხელი უნდა შეუწყოს მშვიდობიანი გადაწყვეტას. პუტინმა აღნიშნა, რომ მათ იცოდნენ, რომ უკრაინაში ნატოს ჯარისკაცები იყვნენ.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს კითხვაზე, იქნება თუ არა კონფლიქტი რუსეთსა და ნატოს შორის, პუტინმა თქვა: „თანამედროვე სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია. ეს კონფლიქტი გამოიწვევს სრულმასშტაბიან მესამე მსოფლიო ომს. მაგრამ არა მგონია, ვინმე იყოს დაინტერესებულია ამ საკითხით. ჩვენ სამშვიდობო მოლაპარაკებების მომხრე ვართ, მაგრამ არა იმიტომ, რომ მტერს საბრძოლო მასალა ამოეწურა, თუ ისინი მართლაც სერიოზულები არიან და სურთ მშვიდობის დამყარება გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ მომხრე ვართ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.“



მსგავსი ინფორმაციები