რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო

2115795
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო

რუსეთში, რომელიც 2 წელია უკრაინასთან ომობს, დღეს საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო.

15, 16 და 17 მარტს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით 112 მილიონ 309 ათას 947 რეგისტრირებული ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

რაც შეეხება საზღვარგარეთის წარმომადგენლობებს, ხმას 1 მილიონ 890 ათას 863 ამომრჩეველი, ამათგან  11 ათას 924 ამომრჩეველი ყაზახეთში, რუსეთის ბაიკონურის კოსმოდრომზე  მისცემს. 

არჩევნებში პრეზიდენტობისთვის 4 კანდიდატი იბრძოლებს.

არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს 200-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი 36 ქვეყნიდან და 5 საერთაშორისო ორგანიზაციიდან, მათ შორის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეა.



მსგავსი ინფორმაციები