ხვალ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იწყება

ხვალ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იწყება

2115480
ხვალ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იწყება

რუსეთში, რომელიც 2 წელია უკრაინასთან ომობს, ხვალ საპრეზიდენტო არჩევნები იწყება.

15, 16 და 17 მარტს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით 112 მილიონ 309 ათას 947 რეგისტრირებული ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

რაც შეეხება საზღვარგარეთის წარმომადგენლობებს, ხმას 1 მილიონ 890 ათას 863 ამომრჩეველი, ამათგან  11 ათას 924 ამომრჩეველი ყაზახეთში, რუსეთის ბაიკონურის კოსმოდრომზე  მიიღებს მონაწილეობას.  

არჩევნებში პრეზიდენტობისთვის 4 კანდიდატი იბრძოლებს.

არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს 200-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი 36 ქვეყნიდან და 5 საერთაშორისო ორგანიზაციიდან, მათ შორის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეა.



მსგავსი ინფორმაციები