საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა უკრაინასთან გაფორმებული უსაფრთხოების თანამშრომლობის შეთანხმება

საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა უკრაინასთან გაფორმებული უსაფრთხოების თანამშრომლობის შეთანხმება

2114743
საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა უკრაინასთან გაფორმებული უსაფრთხოების თანამშრომლობის შეთანხმება

საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა უკრაინასთან გაფორმებული უსაფრთხოების თანამშრომლობის შეთანხმება.

საფრანგეთის პარლამენტის გენერალურ სესიაზე უკრაინაში შექმნილი ვითარების განხილვის შემდეგ კენჭისყრაზე იქნა გატანილი უკრაინასთან უსაფრთხოების სფეროში 16 თებერვალს გაფორმებული თანამშრომლობის შეთანხმება.

შეთანხმება მიიღეს 372 ხმით 99-ის წინააღმდეგ.

კენჭისყრამდე სესიაზე პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა თქვა: „ჩვენთვის უკრაინისთვის ზურგის შექცევა ნიშნავს საკუთარი ღირებულებებისთვის ზურგის შექცევას“.

ატალმა განაცხადა, რომ ისინი დაეხმარებიან უკრაინას სანამ საჭირო იქნება და რომ საფრანგეთმა 2022 წლის შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, უკრაინას 2,6 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო ტექნიკა გაუგზავნა.

მისივე განცხადებით, რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპასა და საფრანგეთს და რუსეთი თავს დაესხა ფრანგების ღირებულებებსა და ცხოვრების წესს.

ატალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის წარმატება ამ ომში სარგებელს მოუტანს ფრანგებს და დაამატა: „ჩვენ არ დავტოვებთ უკრაინას და პრინციპში არცერთ ვარიანტს არ გამოვრიცხავთ“.


საკვანძო სიტყვები: #უკრაინა , #საფრანგეთი

მსგავსი ინფორმაციები