ზელენსკი: "უკრაინელები არ აძლევენ რუსეთის ჯარს ევროპისკენ წინსვლის უფლებას"

ზელენსკი: "უკრაინელები არ აძლევენ რუსეთის ჯარს ევროპისკენ წინსვლის უფლებას"

2113526
ზელენსკი: "უკრაინელები არ აძლევენ რუსეთის ჯარს ევროპისკენ წინსვლის უფლებას"

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელები არ აძლევენ რუსეთის ჯარს ევროპისკენ წინსვლის უფლებას.

ზელენსკიმ მოსახლეობას ვიდეო გზავნილით მიმართა და შეაფასა რუსეთ-უკრაინის ომის უახლესი მოვლენები.

თავის გამოსვლაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული არმია აგრძელებს საჰაერო დარტყმებს უკრაინაზე.

მან აღნიშნა, რომ ისინი აგრძელებენ მუშაობას უკრაინის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით და დაამატა: "უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვა იქნება, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამაზე".

კათოლიკების სულიერი ლიდერისა და ვატიკანის პრეზიდენტის პაპ ფრანცისკეს მოწოდებაზე უკრაინისთვის „თეთრი დროშის აღმართვის შესახებ“, ზელენსკიმ თქვა: „რუს მკვლელებსა და მწამებლებს არ შეუძლიათ ევროპისკენ უფრო შორს წასვლა, რადგან მათ ლურჯი და ყვითელი დროშის ქვეშ აკავებენ უკრაინელი ქალები და მამაკაცები იარაღით ხელში. უკრაინაში ოდესღაც ბევრ სახლსა და ეკლესიას თეთრი კედელი ჰქონდა, რომლებიც ახლა დამწვარია და განადგურებულია რუსული საარტილერიო ჭურვებით და ეს ძალიან მნიშვნელოვნად მეტყველებს იმაზე, თუ ვინ უნდა გაჩერდეს იმისთვის რომ შეწყდეს ომი“.

შვეიცარიის რადიო ტელევიზიასთან (RSI) სპეციალურ ინტერვიუში რომის პაპმა ფრანცისკემ იმის შესახებ, უნდა აღმართოს თუ არა უკრაინამ თეთრი დროშა ომში, თქვა: „მე მჯერა, რომ ვინც ხედავს ვითარებას, ფიქრობს ხალხზე, აქვს გამბედაობა აღმართოს თეთრი დროშა და გამართოს მოლაპარაკება, უფრო ძლიერია. დღეს მოლაპარაკება შეიძლება საერთაშორისო ძალების დახმარებით. მოლაპარაკება მამაცი გამოთქმაა. როცა დამარცხებული ხარ, როცა ხედავ, რომ საქმე კარგად არ მიდის, მოლაპარაკების გამბედაობა უნდა გქონდეს, ყოყმანობთ, მაგრამ ეს ომი რამდენი სიკვდილით დასრულდება“.


საკვანძო სიტყვები: #რომის პაპი , #რუსეთი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები