ისმაილ ჰანიემ შეთანხების პირობები დაასახელა

ისმაილ ჰანიემ შეთანხების პირობები დაასახელა

2113620
ისმაილ ჰანიემ შეთანხების პირობები დაასახელა

ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელმა ისმაილ ჰანიემ განაცხადა, რომ გამორიცხულია ისრაელთან შეთანხმების მიღწევა ღაზაში ომის დასრულების, ისრაელის ჯარისკაცების გაყვანისა და დევნილი პალესტინელების სახლებში დაბრუნების გარეშე.

ისმაილ ჰანიემ ისრაელთან მოლაპარაკებების შესახებ სატელევიზიო მიმართვის დროს ისაუბრა და განაცხადა: „ჩვენ, როგორც ჰამასი აქამდე მოლაპარაკებებში დადებითად და პასუხისმგებლობით ვმოქმედებთ. ჩვენ არ გვინდა მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც არ დაასრულებს ომს ღაზაში, არ დააბრუნებს დევნილებს საკუთარ სახლებში და არ იძლევა მტრის გაყვანის გარანტიას ღაზადან, განსაკუთრებით ცენტრალური ნაწილიდან. იმისათვის, რომ ეს პრინციპები იყოს განსახორციელებლად და შეთანხმების მისაღწევად, აუცილებელია არსებობდეს საერთაშორისო გარანტიები, რომლებიც აიძულებს ისრაელს შეასრულოს შეთანხების მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები“.

თავის მხრივ, ჰანიემ აღნიშნა, რომ შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული, რადგან ისრაელს არ სურს რაიმე გარანტიის მიცემა შეთანხმების პრინციპების დაცვის შესახებ. ჰანიემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰამასი ღიაა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად და ნებისმიერი ფორმულისთვის, რომელიც მოიცავს ამ პრინციპებს.



მსგავსი ინფორმაციები