ავიაკატასტროფა ვირჯინიის შტატში

ავიაკატასტროფა ვირჯინიის შტატში

2113510
ავიაკატასტროფა ვირჯინიის შტატში

ამერიკის შეერთებული შტატების ვირჯინიის შტატში კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნისას ბოლო მონაცემებით, 5 ადამიანი დაიღუპა.

ვირჯინიის შტატის პოლიციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „IAI Astra 1125“ ტიპის ორძრავიანი კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა ვირჯინიის შტატის ბატის რაიონში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ხანძარი გაჩნდა და თვითმფრინავში მყოფი 5 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა.

თავის მხრივ, საავიაციო ფედერალურმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ისინი ერთობლივ გამოძიებას ჩაატარებენ ინციდენტის შესახებ ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოსთან.



მსგავსი ინფორმაციები