ვლადიმერ პუტინი რაფაელ მარიანო გროსის შეხვდა

ვლადიმერ პუტინი რაფაელ მარიანო გროსის შეხვდა

2112148
ვლადიმერ პუტინი რაფაელ მარიანო გროსის შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორს რაფაელ მარიანო გროსის შეხვდა.

სოჭში გროსისთან შეხვედრისას პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში პუტინმა თქვა, რომ მისმა ქვეყანამ გადადგა ყველა საჭირო ნაბიჯი ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ აქვთ მჭიდრო თანამშრომლობა IAEA-სთან ბევრ სფეროში და ასე გააგრძელებენ მომავალშიც.

გროსიმ კი, თავის მხრივ, განაცხადა, რომ დღის წესრიგში იყო „სენსიტიური“ საკითხები და რომ მისი შეხვედრა პუტინთან მნიშვნელოვანი იყო ამ საკითხების განხილვის კუთხით.



მსგავსი ინფორმაციები