ჩინეთი თავდაცვის ხარჯებს ზრდის

ჩინეთი 2024 წელს გაზრდის თავდაცვის ხარჯებს 1,66 ტრილიონ იუანამდეö რაც გასულ წელთან შედარებით 7,2 პროცენტით მეტია

2111951
ჩინეთი თავდაცვის ხარჯებს ზრდის

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთი 2024 წელს გაზრდის თავდაცვის ხარჯებს 1,66 ტრილიონ იუანამდე (დაახლოებით 230 მილიარდი დოლარი), რაც გასულ წელთან შედარებით 7,2 პროცენტით მეტია.

ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩინეთის ნაციონალურ სახალხო კონგრესზე წარდგენილ ბიუჯეტის პროექტში ნათქვამია, რომ თავდაცვის ხარჯები წელს გაიზრდება 7,2 პროცენტით 1,66 ტრილიონ იუანამდე (დაახლოებით 230 მილიარდი დოლარი).

ზრდის ტემპი აღემატება მთავრობის „დაახლოებით 5 პროცენტიან“ მიზნობრივ ეკონომიკურ ზრდას.

ჩინეთის თავდაცვის ხარჯები ყოველწლიურად იზრდებოდა ზრდის ტემპზე მაღლა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი სი ძინპინი 2013 წელს თანამდებობაზე დაინიშნა. თავდაცვის წლიური ხარჯები 10 წელიწადში გაორმაგდა.

ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც აშშ-ს შემდეგ ყველაზე მეტს ხარჯავს თავდაცვაზე.

მზარდი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კონკურენცია ამ ორ ქვეყანას შორის, რომლებსაც აქვთ მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკა, უბიძგებს პეკინის ხელისუფლებას გაზარდოს თავისი ძალა სამხედრო სფეროში.

თავდაცვის ექსპერტების შეფასებით, ხარჯების ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ პეკინს არ უნდა ომი და კონფლიქტი მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ მეორეს მხრივ გრძელ ვადაში სამხედრო მოდერნიზაციის გაგრძელებასთან ერთად ტაივანის საკითხთან და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გაზრდილი დაძაბულობის წინააღმდეგ აპირებს საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერებას.



მსგავსი ინფორმაციები