უკრაინამ რუსულ საპატრულო კატარღაზე იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსულ საპატრულო კატარღაზე იერიში მიიტანა

2111423
უკრაინამ რუსულ საპატრულო კატარღაზე იერიში მიიტანა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განაცხადა, რომ მათმა  საზღვაო დრონებმა შავი ზღვის ფლოტის კუთვნილ რუსულ საპატრულო კატარღა, „სერგეი კოტოვზე“ იერიში მიიტანეს.

დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „დღეს ღამით „13 ჯგუფის“ სპეცდანიშნულების რაზმმა შეტევა განახორციელა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კუთვნილ კატარღაზე სახელწოდებით, „სერგეი კოტოვი“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კატარღაზე იერიში უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, ქერჩის სრუტეში მოხდა.



მსგავსი ინფორმაციები