ლოიდ ოსტინი: „უკრაინისადმი მხარდაჭერა გაგრძელდება“

ლოიდ ოსტინი: „უკრაინისადმი მხარდაჭერა გაგრძელდება“

2111120
ლოიდ ოსტინი: „უკრაინისადმი მხარდაჭერა გაგრძელდება“

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა თავის უკრაინელ კოლეგას რუსტემ უმეროვს აცნობა, რომ ისინი გააგრძელებენ დახმარებას უკრაინისათვის, რომელიც 2 წელია რუსეთთან იბრძვის.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი გაიმართა პენტაგონის ხელმძღვანელ ლოიდ ოსტინსა და თავის უკრაინელ კოლეგა რუსტემ უმეროვს შორის.

კოლეგებმა სატელეფონო საუბრის დროს  რუსეთ-უკრაინის ომის ბოლო მოვლენები განიხილეს.

თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია: „მდივანმა ოსტინმა გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები და კოალიცია, რომელიც შედგება 50-მდე მოკავშირისა და პარტნიორისგან, გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში“.

თავის მხრივ, სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე თავის პოსტში უმეროვმა განაცხადა, რომ მათ ოსტინს აცნობეს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ და თავის ამერიკელ კოლეგასთან „პროდუქტიული“ სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში 95 მილიარდი დოლარის პაკეტი, რომელიც უკრაინასა და ისრაელს დამატებით სამხედრო დახმარებას უწევს, მიიღეს სენატში და გაუგზავნეს წარმომადგენელთა პალატას; პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ ისინი არ მიიღებენ აღნიშნულ კანონპროექტს სამხრეთ საზღვართან უსაფრთხოების ზომების გადადგმის გარეშე.



მსგავსი ინფორმაციები