სენატმა თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვის დაბლოკვის შესახებ კანონპროექტი უარყო

სენატმა თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვის დაბლოკვის შესახებ კანონპროექტი უარყო

2109403
სენატმა თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვის დაბლოკვის შესახებ კანონპროექტი უარყო

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვის დაბლოკვის შესახებ კანონპროექტი უარყო.

სენატის გენერალურ ასამბლეაში კენტუკის სენატორის სენდ პაულის მიერ 5 თებერვალს წარდგენილი კანონპროექტის მიღებაზე ან უარყოფაზე კენჭისყრა გაიმართა.

თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვის დაბლოკვის შესახებ კანონპროექტი 79 ხმით „არა“ 13 „კი“-ს წინააღმდეგ უარყოფილ იქნა.

ამრიგად, მხოლოდ სენდ პაულის მიერ შემოთავაზებული ინიციატივა აშშ-ის მხრიდან F-16-ების თურქეთისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით, სენატში ხმათა უმრავლესობით უარყოფილ იქნა.  

ცნობისათვის, მიმდინარე წლის 26 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა თურქეთისთვის 40 ერთეული F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავის მიყიდვისა და არსებული F-16-ების მოდერნიზაციის შესახებ.



მსგავსი ინფორმაციები