ზელენსკი ერ-რიადში გაემგზავრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა

2108479
ზელენსკი ერ-რიადში გაემგზავრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა.

საუდის არაბეთის საინფორმაციო სააგენტოს (SPA) ცნობით, ზელენსკის და მის თანმხლებ დელეგაციას დედაქალაქ რიადში, მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ერ-რიადის ემირის მოვალეობის შემსრულებელი, პრინცი მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ აბდულაზიზი დახვდა.

ტელეკომპანია Al Arabiya-ის ინფორმაციით, ვიზიტის დროს ზელენსკი ტახტის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა.

აღინიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავება და დიალოგის შესაძლებლობები „რუსეთ-უკრაინის კრიზისის“ გადაჭრის გზების მოსაძებნად.

ზელენსკი საუდის არაბეთს მაისშიც ეწვია.

რუსეთის პარლამენტის ქვედა ფრთის, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი გუშინწინ ერ-რიადში ასევე შეხვდა ტახტის მემკვიდრე პრინც ბინ სალმანს.


საკვანძო სიტყვები: #ერ-რიადი , #ზელენსკი

მსგავსი ინფორმაციები