მეჩეთზე თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

მეჩეთზე თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

2108481
მეჩეთზე თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

აღმოსავლეთ ბურკინა-ფასოში მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით 14 ადამიანი დაიღუპა.

ბურკინა-ფასოს ისლამური ასოციაციების ფედერაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 25 თებერვალს ქალაქ ნათიაბოანში მეჩეთს თავს დაესხნენ უცნობი შეიარაღებული პირები.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იმამიც.

შეგახსენებთ, რომ ბურკინა-ფასოში, 25 თებერვალს ეკლესიაში საკვირაო მესის დროს თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ ბურკინა-ფასოში 2015 წელიდან მოყოლებული უსაფრთხოების კრიზისის შედეგად 2 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია სახლების დატოვება. მთავრობის მონაცემებით, ამ ადამიანებიდან სახლში დაბრუნება მხოლოდ 120 ათასმა შეძლო.



მსგავსი ინფორმაციები