ამერიკელმა ჯარისკაცმა ღაზაში მიმდინარე გენოციდი ისრაელის საელჩოს წინ თავის დაწვით გააპროტესტა

ამერიკელმა ჯარისკაცმა ღაზაში მიმდინარე გენოციდი ისრაელის საელჩოს წინ თავის დაწვით გააპროტესტა

2107484
ამერიკელმა ჯარისკაცმა ღაზაში მიმდინარე გენოციდი ისრაელის საელჩოს წინ თავის დაწვით გააპროტესტა

ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ღაზაში მიმდინარე გენოციდი ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს წინ თავის დაწვით გააპროტესტა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა 25 წლის არონ ბუშნელის თავის დაწვის კადრები, რომელიც აშშ-ის საჰაერო ძალებში მნიშვნელოვან მოვალეობას ახორციელებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში აღნიშნული ჯარისკაცის სიტყვები კარგად ისმის, რომელშიც იგი აცხადებს: „მე აღარ ვიღებ მონაწილეობას გენოციდში. ახლა მე მოვაწყობ საკმაოდ ძალადობრივ პროტესტს, მაგრამ ჩემი ქმედება არ არის ისეთი დიდი საქმე იმის ფონზე, რასაც პალესტინელები განიცდიან თავიანთ  მიწა-წყალზე ოკუპანტების მხრიდან“.

თავის მხრივ, ვაშინგტონის სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პირი, რომელმაც თავი დაიწვა, საავადმყოფოში გადაიყვანეს და ის მძიმე მდგომარეობაშია.



მსგავსი ინფორმაციები