კოლუმბია უკრაინას იარაღს არ გაუგზავნის

გუსტავო პეტრო: „გაერო უნდა გარდაიქმნას“

2104724
კოლუმბია უკრაინას იარაღს არ გაუგზავნის

კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ განაცხადა, რომ ისინი იარაღს არ გაუგზავნის უკრაინას, რომელიც 2 წელია რუსეთთან ომშია.

გერმანიის ქალაქ მიუნხენში პრესასთან საუბრისას გუსტავო პეტრომ განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება მშვიდობა და არა იარაღი და რომ, როგორც კოლუმბია, ისინი მზად არიან წვლილი შეიტანონ მხარეებს შორის მშვიდობის აღდგენაში.

პეტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის 2022 წლის 24 თებერვლიდან მიმდინარეობს, უნდა დასრულდეს.

„კოლუმბია არ გაუგზავნის იარაღს უკრაინას მშვიდობის მხარდასაჭერად, მაგრამ მზად არის დაეხმაროს მხარეებს შორის დიალოგის უზრუნველყოფას. უკრაინაში იარაღის გაგზავნა სხვა მიზანს არ ემსახურება, გარდა ომის გაღვივებისა. საერთაშორისო საზოგადოების უმრავლესობა ამ კონფლიქტის წინააღმდეგია. მსოფლიო საზოგადოების უმრავლესობას მშვიდობა სურს, მაგრამ მათ, ვისაც ვეტოს უფლება აქვთ, ხელს უშლიან ამას, ეს არ არის დემოკრატია. თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა გლობალური დემოკრატიის აშენება, უმრავლესობის ხმები უფრო ღირებული უნდა იყოს, ვიდრე ვეტო. ამიტომ, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) უნდა გარდაიქმნას.“



მსგავსი ინფორმაციები