ჯანმო: „მსოფლიო მზად არ არის ახალი ეპიდემიისთვის“

ჯანმო: „მსოფლიო მზად არ არის ახალი ეპიდემიისთვის“

2104953
ჯანმო: „მსოფლიო მზად არ არის ახალი ეპიდემიისთვის“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ მსოფლიო მზად არ არის ახალი ეპიდემიისთვის.

გებრეისუსმა, CNN-თან ინტერვიუს დროს, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის პერიოდისა და მისი შედეგების შესახებ განცხადებები გააკეთა.

გებრეისუსმა აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ის ეპიდემიაში ინფორმაციის დროული და გამჭვირვალე გაზიარებისა და გლობალური კოორდინაციის პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს. მან ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო მზად არ არის  ახალი ეპიდემიისთვის.

გებრეიესუსმა მოუწოდა ყველა ქვეყანას ხელი მოაწერონ „პანდემიის შეთანხმებას“, რათა ხელი შეუწყონ მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და ინსტრუმენტების გაზიარებას, რომლებიც გამოიყენება ეპიდემიასთან საბრძოლველად, როგორიცაა ვაქცინები და მედიკამენტები.

„რაც ჩვენ ვხედავთ, არის ხარვეზები ჩვენს სისტემაში. თუ რამე მოხდება, ჩვენ მზად არ ვართ. მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია დაუყოვნებლივ ვუპასუხოთ მას და ამით მინიმუმამდე დავიყვანოთ ზიანი“, განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა.



მსგავსი ინფორმაციები