ტომებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

ტომებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

2104025
ტომებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

პაპუა-ახალ გვინეაში ტომებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ბოლო მონაცემებით, 53 ადამიანი დაიღუპა.

დაპირისპირება ჰაილენდსის რეგიონში მოხდა.

ინციდენტი ქვეყნის უახლეს ისტორიაში აღწერილ იქნა, როგორც „ყველაზე დიდი ხოცვა-ჟლეტა“.

სამეფო პოლიციელების მთავარი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გეორგე კაკასმა თქვა, რომ პოლიციის ოფიცრები, რომლებიც ინციდენტის ადგილზე მივიდნენ, „შოკში იყვნენ“.

მისივე თქმით, შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

ცნობისთვის, კონფლიქტები რეგიონში 2022 წლის არჩევნების შემდეგ დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები