ლუკაშენკო: „თურქეთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა“

ლუკაშენკო: „თურქეთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა“

2102811
ლუკაშენკო: „თურქეთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა“

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თურქეთი მისი ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირეა.

ბელარუსის პრეზიდენტის პრესცენტრის განცხადებით, ლუკაშენკოს რწმუნებათა სიგელი გადასცა თურქეთის ელჩმა მინსკში, გუჩლუ ჯემ იშიქმა.

ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლის დროს, ლუკაშენკომ ანკარასთან ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „თურქეთი და ბელარუსია დიდი ხნის ისტორიის მქონე სტრატეგიული მოკავშირეები არიან. მინსკსა და ანკარას აერთიანებს ეროვნული ინტერესების პრიორიტეტები, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტრადიციული ოჯახური ფასეულობების მნიშვნელობა, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა და სხვა“.



მსგავსი ინფორმაციები