გაეროს გენერალური მდივანი მნიშვნელოვან განცხადებებს აკეთებს

გაეროს გენერალური მდივანი მნიშვნელოვან განცხადებებს აკეთებს

2101913
გაეროს გენერალური მდივანი მნიშვნელოვან განცხადებებს აკეთებს

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში:  „2022 წელს კლიმატი და კონფლიქტი 174 მილიონი ადამიანისათვის მწვავე სასურსათო დაუცველობის მთავარ მიზეზად იქცა“.

ანტონიო გუტერეშმა, გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ მაღალი დონის სესიაზე თემაზე: „კლიმატის ცვლილების გავლენა სასურსათო დაუცველობაზე“, ისაუბრა.

გუტერეშმა აღნიშნა, რომ სასურსათო გლობალური კრიზისი საშინელ შიმშილს იწვევს მსოფლიოს ყველაზე ღარიბ მოსახლეობაში. გუტერეშმა აღნიშნა, რომ კლიმატის კრიზისი სასიკვდილო ძალით ვრცელდება.

„კლიმატური კატასტროფები და კონფლიქტები იწვევს უთანასწორობას, ართულებს საცხოვრებელ პირობებს და ადამიანებს სისხლისღვრისკენ უბიძგებს. ამავდროულად, კლიმატი და კონფლიქტი იწვევს გლობალურ კლიმატის კრიზისს. იმ ადგილებში, სადაც ომებია, შიმშილი ჭარბობს. კლიმატური ქაოსი ასევე უარყოფითად მოქმედებს საკვების წარმოებაზე მთელს მსოფლიოში. 2022 წელს კლიმატი და კონფლიქტი იდგა წინა პლანზე, როგორც მწვავე საკვების დაუცველობის ძირითადი მიზეზები 174 მილიონი ადამიანისათვის“, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.



მსგავსი ინფორმაციები