ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ცნობილია

ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ცნობილია

2100836
ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ცნობილია

გუშინ, ფინეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის არაოფიციალური შედეგები ცნობილი გახდა.

არჩევნების მეორე ტურში მემარჯვენე ცენტრისტმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ეროვნული კოალიციური პარტიის კანდიდატმა ალექსანდრ სტუბმა ხმების, 51,6 პროცენტით გაიმარჯვა.

ხოლო მისმა კონკურენტმა, „მწვანეების“ კანდიდატმა, პეკა ჰაავისტომ ხმების, 48,4 პროცენტი მოაგროვა.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის პირველი ტური ქვეყანაში 28 იანვარს გაიმართა, მეორე ტურში გადაიდო, რადგან ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50 პროცენტზე მეტი ვერ მიიღო.



მსგავსი ინფორმაციები