გაეროს გენერალური მდივანი ღაზასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებებს აკეთებს

გაეროს გენერალური მდივანი ღაზასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებებს აკეთებს

2099946
გაეროს გენერალური მდივანი ღაზასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებებს აკეთებს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი სრულად უჭერენ მხარს, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) გადაწყვეტილებებს და რომ ყველა წევრმა უნდა შეასრულოს ეს გადაწყვეტილებები.

ანტონიო გუტერესმა გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„გარდა სამხედრო ოპერაციების შედეგად გამოწვეული სიკვდილისა და ნგრევისა, შიმშილი და დაავადება ასევე გავლენას ახდენს პალესტინელებზე ღაზაში. მიუხედავად გარკვეული შეზღუდული შესაძლებლობისა, ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციებზე წვდომა დაბლოკილია. გაეროს ერთ-ერთი კოლონა, რომელიც დახმარებას ახორციელებდა ღაზაში, ისრაელის საზღვაო არტილერიის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაზიანდა. ღაზას ჩრდილოეთით გასაგზავნად დაგეგმილი 61 დახმარების კოლონიდან მხოლოდ ათმა შესძლო დანიშნულების ადგილზე მიღწევა. მოდით ვთქვათ სიმართლე, ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის ბლოკირება ნიშნავს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების დაბლოკვას. ის რაც რეგიონში ხდება, მართლაც და შემაშფოთებელია. აუცილებელია დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა. საჭიროა ყველა მძევლის დაუყონებლივ და უპირობო გათავისუფლება. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) გადაწყვეტილებებს და ასევე მოვუწოდებთ ყველა მის წევრს შეასრულოს, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები“, განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.



მსგავსი ინფორმაციები