არგენტინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სურს მისი ქვეყნის საელჩოს იერუსალიმში გადატანა

არგენტინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სურს მისი ქვეყნის საელჩოს იერუსალიმში გადატანა

2099048
არგენტინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სურს მისი ქვეყნის საელჩოს იერუსალიმში გადატანა

არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ განაცხადა, რომ სურს მისი ქვეყნის საელჩოს იერუსალიმში გადატანა.

ისრაელში ვიზიტის დროს ხავიერ მილეიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი ქვეყნის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის განზრახვა.

სტუმარ პრეზიდენტს დედაქალაქ თელ-ავივში, ბენ გურიონის აეროპორტში დახვდა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი და მას მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნისადმი მხარდაჭერისთვის და საელჩოს იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილების გამო.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მილეისთან საელჩოს გადატანის საკითხი განიხილა მისი თანამდებობაზე არჩევის შემდეგ და "კმაყოფილია, რომ მან დაპირება შეასრულა ".

ჰამასის მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში კი გაკრიტიკებულია არგენტინის პრეზიდენტის ხავიერ მილეის ისრაელში მათი საელჩოს იერუსალიმში გადატანის შესახებ გადაწყვეტილება.

განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ არგენტინის გადაწყვეტილება არის არა მხოლოდ თავდასხმა პალესტინელი ხალხის უფლებებზე, არამედ ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სამართალს, რომელიც ქალაქ იერუსალიმს პალესტინის ტერიტორიად მიიჩნევს და მილეის მოუწოდეს "უარი თქვას ამ სასტიკ გადაწყვეტილებაზე".

ხავიერ მილეიმ ასევე მხარი დაუჭირა ისრაელის თავდასხმებს ღაზაზე, რომლებიც 7 ოქტომბრიდან გრძელდება.


საკვანძო სიტყვები: #ისრაელი , #არგენტინა

მსგავსი ინფორმაციები