სტოლტენბერგის თქმით, ისინი არ აღიქვამენ სამხედრო საფრთხეს, რომ რუსეთი თავს დაესხმება ნატოს ქვეყანას

სტოლტენბერგის თქმით, ისინი არ აღიქვამენ სამხედრო საფრთხეს, რომ რუსეთი თავს დაესხმება ნატოს ქვეყანას

2097633
სტოლტენბერგის თქმით, ისინი არ აღიქვამენ სამხედრო საფრთხეს, რომ რუსეთი თავს დაესხმება ნატოს ქვეყანას

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განაცხადებით, ისინი არ აღიქვამენ სამხედრო საფრთხეს, რომ რუსეთი თავს დაესხმება ნატოს ქვეყანას.

იენს სტოლტენბერგმა გერმანულ ტელევიზია ARD-სთან ნატოს სამომავლო პერსპექტივის შესახებ შეფასებები გააკეთა.

სტოლტენბერგმა მოსაზრებაზე, რომ „თუ რუსეთი უკრაინის ომს მოიგებს, ის თავს დაესხმება ნატოს წევრ ქვეყანას“, განაცხადა: „ჩვენ არ აღვიქვამთ უშუალო სამხედრო საფრთხეს ნატოს მოკავშირისთვის“.

მან განაცხადა, რომ ნატო ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაძლიერდა და დაამატა: "რა თქმა უნდა, მშვიდობა თავისით არ მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ახლო საფრთხე, ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები თავდაცვაში. გავზარდეთ მზადყოფნის დონე და ჩვენი შეიარაღებული ძალების სიძლიერე. პირველად მოვახდინეთ საბრძოლო ნაწილის რესტრუქტურიზაცია. ეს არის ნატოს ერთ თაობაში ყველაზე დიდი გაძლიერება ისტორიაში“.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო მიხვდა ახალ რეალობას, რომელიც გაჩნდა რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ და მასთან ადაპტაცია მოახდინა.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #სტოლტენბერგი , #ნატო

მსგავსი ინფორმაციები